logo_geo
რომელი მცენარეებია სახლისთვის სასარგებლო
- +

16 მაისი. 2021. 21:25

 

ოთახის მცენარეები ცალსახად სასარგებლოა. განსაკუთრებით დიდი ფოთლებიანი მცენარეები ატენიანებენ ჰაერს. ეს კი საკმაოდ მნიშვნელოვანია. ბინაში ჰაერი თავისი ხარისხით ისეთივე მშრალია, როგორც უდაბნოში, განსაკუთრებით ცენტრალური გათბობის პირობებში. ფართო ფოთლებიან მცენარეებს: ასპიდისტრი, ეუქარისი, ფიკუსის ტიპის ოთახის ნებისმიერი ხე, გააჩნიათ დიდი ფოთლოვანი მასა, შესაბამისად აორთქლებენ ბევრ წყალს და ატენიანებენ ჰაერს.

 

 

 

ზოგიერთი მცენარე ჰაერში სურნელოვან ნივთიერებებს გამოჰყოფს. ესენია: როზმარინი, მირტი, ასევე სურნელოვანი მცენარეები რომელთაც ფანჯრის რაფაზე ვახარებთ. ისინი გამოყოფენ ნივთიერებებს, რომლებსაც ბაქტერიების განადგურების უნარი გააჩნიათ.

 

ამას ფიტონციდური ეფექტი ეწოდება. ის განსაკუთრებით ძლიერია წიწვოვან ტყეებში, სადაც მეტია სურნელოვანი ნივთიერებების აორთქლების ხარისხი: აღინიშნება წიწვების არომატი, ჩვენ კი ვგრძნობთ ენერგიისა და სიმხნევის მოზღვავებას.

 

არსებობს მცენარეები, რომლებიც ჰაერიდან ტოქსიკურ ნივთიერებებს, კერძოდ გოგირდისა და აზოტის ოქსიდის ნაერთებს შთანთქავენ.

 

ეს სწრაფად მზარდი მცენარეებისთვისაა დამახასიათებელი (ქლოროფიტუმი, ტრადესკანცია). თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მცენარეების ფოთლებზე ილექება მტვერი და ჰაერის გამწენდი ფუნქციის შესანარჩუნებლად, რეკომენდებულია პერიოდულად მათი წყლით გადარეცხვა.

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი