logo_geo
რას ითხოვენ თინეიჯერი შვილები მშობლებისგან
- +

16 მაისი. 2021. 21:48

 

„ამონაშვილის აკადემია“ თინეიჯერი შვილების თხოვნებს აქვეყნებს მშობლებისადმი, რომლებიც მათი წერილების მიხედვით შეადგინეს და რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

 

ჩვენმა თინეიჯერებმა ბევრი ფიქრის შემდეგ მშობლებს თავიანთი მოკრძალებული თხოვნები გაუზიარეს. გიზიარებთ თქვენც!

 

 

 

მომეცით შეცდომების დაშვების უფლება.

შეწყვიტეთ ჩემი მეგობრების განსჯა მათი მშობლების მიხედვით.

ნუ გვადარებთ სხვებს.

ნუ აკრიტიკებთ ჩემს ინტერესებს, საქმიანობას და გემოვნებას.

შედით ჩემს ემოციურ მდგომარეობაში.

მომაქციე ყურადღება მე, როდესაც ერთად ვართ და არა შენს ტელეფონს.

გვეთამაშეთ!

მოგვეცით პირადი სივრცე და დააკაკუნეთ სანამ შემოხვალთ და კარები დახურეთ რომ გახვალთ.

პატივი ეცით ჩემს წესებს.

აქცენტს ნუ აკეთებთ პატარა ნაკლზე.

ნუ გვართმევთ ტექნიკას.

შემოგვიერთდით ჩვენს ინტერესებში.

ნუ მაძლევთ შენიშვნებს მეგობრების თანდასწრებით.

ნუ გვიშლით ტელეფონის გამოყენებას, როდესაც თვითონ იყენებთ.

იყავით ჩვენი თანატოლები.

მოგვიყევით თქვენს ცხოვრებაზე.

ნუ გვადარებთ თქვენს ბავშვობას.

გამოხატეთ სითბო და სიყვარული ყველა შვილის მიმართ ერთნაირად.

მიმიღე ისეთი, როგორიც ვარ.

ნიშნები მთავარი არაა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი