logo_geo
სასიყვარულო ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
- +

17 მაისი. 2021. 02:12

 

 

 

მაისი ზოდიაქოს ყველა ნიშანს ცვლილებებს ჰპირდება, რომანტიკული განწყობას. გაეცანით თქვენი ნიშნის პროგნოზს, რათა იცოდეთ, რა გელოდებათ კონკრეტულად ამ თვეში.

 

 

 

ვერძი

 

მარტოხელებისთვის: შუა მაისიდან სურვილების ასრულება გელოდებათ. რომანტიკული გრძნობები პატარა გოგონად გადაგაქცევთ, მაგრამ გარეგნულად ისეთი ცივი და უკარება იქნებით, რომ სასურველ მამაკაცსაც კი გააოცებთ.

რჩევა: თუ გრძნობებზე ხმამაღლა საუბარი არ გამოგდით, გამოიყენეთ ჟესტები, მზერა, შეხება, მზრუნველობა. რა გაშინებთ? ნებისმიერი მამაკაცის მოხიბვლის შესაძლებლობა გაქვთ.

 

დაწყვილებულებისთვის: მაისში უფრო კარიერა გადარდებთ, ვიდრე სიყვარული. თქვენი შემოსავალი გეომეტრიული პროგრესით იმატებს. არ არსებობს მიზანი, რომელსაც ვერ განახორციელებთ.

რჩევა: სამსახურში მუშაობის ცეცხლი უნდა დაანთოთ, შინ კი – ვნების. დაიცავით ბალანსი სიყვარულსა და სამსახურს შორის, უქმეები მაინც გაატარეთ საყვარელი ადამიანის გვერდით.

 

 

 

კურო

 

მარტოხელებისთვის: კუროები დაბადების დღიდან უკეთესები გახდებით, ცვლილებები მოგინდებათ. მიხვდებით, რომ ახალი შთაბეჭდილებები, ემოციები გესაჭიროებათ. ძველი შაბლონების დამსხვრევას მოინდომებთ და პირველ რიგში, სიყვარულში.

რჩევა: გამონახეთ ნაცნობობისთვის ახალი ადგილები, შესაძლებლობები. შეიძლება ის, რაც თქვენი არ იყო, თქვენი გახდეს. გარისკეთ, ვარსკვლავები სიურპრიზებს გპირდებიან.

 

დაწყვილებულებისთვის: ყველაფერი გაწერილი გაქვთ, გრძნობების გამოხატვაც კი. გირჩევთ, დღეში რამდენიმე საათი გამოყოთ სიყვარულისთვის, იმ მომენტისთვის, როცა თვალები აგიციმციმდებათ და გული გრძნობებით აგიჩქროლდებათ.

რჩევა: მეტი სპონტანურობა გმართებთ, რომ საყვარელი ადამიანი გააოცოთ და თქვენს ურთიერთობას ვნება, ემოციები შემატოთ.

 

 

 

ტყუპი

 

მარტოხელებისთვის: თავით გადაეშვებით რომანტიკაში. შეიძლება ყოველ უქმეებზე სხვადასხვა მამაკაცს დაუნიშნოთ პაემანი. ბიზნესსაქმიანობა მოიცდის, წინ შამპანურის შადრევანი და სიყვარულის ახსნა გელი.

რჩევა: ყველა შანსი გაქვთ, რომ იმ ერთადერთსა და განუმეორებელს შეხვდეთ. ეცადეთ, ენერგია ყველაზე კი არა, კონკრეტულზე დახარჯოთ.

 

დაწყვილებულებისთვის: მაისში თავს მექსიკური სერიალის გმირივით იგრძნობთ: ჭურჭლის მტვრებითა და კამათის მერე ემოციური შერიგებით. ხან “მიყვარხარ, უშენოდ სუნთქვა არ შემიძლია”, ხან “გაეთრიე ჩემი ცხოვრებიდან” – იქნება თქვენს ურთიერთობაში.

რჩევა: კამათის გარეშე ოჯახური ცხოვრება არ არსებობს, მაგრამ კონსტრუქციული დიალოგი ყველაფერს ჯობია. პრობლემები მშვიდად, ერთმანეთის მოსმენის შემდეგ მოაგვარეთ. თქვენ მოფერება გჭირდებათ და არა დაუსრულებელი ომი.

 

კირჩხიბი

 

მარტოხელებისთვის: ვარდისფერ სათავალეს მოირგებთ და სამყაროს ღიმილით შეხედავთ. ამის მიზეზი კი შეიძლება გახდეს ახალგაცნობილი, რომელიც თვითშეფასებას აგიმაღლებთ.

რჩევა: ჰარმონიულად ხართ საკუთარ თავთან. შეგიძლიათ მოსინჯოთ ძალები ფლორისტიკაში, ცეკვაში, ხატვაში. ზოგი კი შეიძლება ჰობის მიზეზით შეხვდეს საინტერესო ადამიანს.

 

დაწყვილებულებისთვის: თუ ბოლო დროს ერთმანეთისთვის ვერ იცლიდით, მაისში მოგეცემათ შესაძლებლობა მეტი დრო გაატაროთ საყვარელი ადამიანის გვერდით. ზოგიერთს საინტერესო საქმიანობა, საცხოვრებელი მისამართის შეცვლა ელის.

რჩევა: საყვარელ ადამიანთან დელიკატური და მოსიყვარულე უნდა იყოთ. მშვიდად გადასდეთ თქვენი ენთუზიაზმი.

 

 

 

ლომი

 

მარტოხელებისთვის: ადამიანი, რომელიც დიდი ხანია მოგწონთ, თავად ეცდება თქვენთან შეხვედრას, თქვენი კეთილგანწყობის მოპოვებას. მასთან დაწყებული რომანი სასიამოვნო და ხანგრძლივი იქნება.

რჩევა: ნუ გერიდებათ თქვენი გრძნობების გამოხატვის, იყავით ბავშვური, არავინ დაგძრახავთ. რაც უფრო მხიარული და გულწრფელი იქნებით, მით უკეთესია.

 

დაწყვილებულებისთვის: თუ მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქრებთ, კამათი გარდაუვალი იქნება. ურთიერთპატივისცემა და მშვიდი ტონი ყოველთვის მოგიტანთ გამარჯვებას.

რჩევა: დაფიქრდით, რა შეგიძლიათ ერთად გააკეთოთ. ეცადეთ, საქმიანობამ დადებითი ემოციები მოგიტანოთ. მიეცით პარტნიორს ბედნიერების შეგრძნება.

 

 

 

ქალწული

 

მარტოხელებისთვის: მაისი თავს დაგამახსოვრებთ, როგორც იმ ერთადერთის ძიების თვე. ზოგიერთმა კი შეიძლება ეს დრო საკუთარი თავის გაუმჯობესებას, სულიერი ბალანსის აღდგენას და იმის გარკვევას დაუთმოთ, თუ რა გსურთ სინამდვილეში.

რჩევა: პოზიტიური განწყობა და მშვიდი ნერვები – თქვენი მთავარი საყრდენია. იყავით ქალური და მიმზიდველი და სასურველ მამაკაცებს მიიზიდავთ.

 

 

 

დაწყვილებულებისთვის: პერიოდულად საყვარელი ადამიანის უარყოფითი თვისებები ნერვებს მოგიშლით და ახალ-ახალი კამათის მიზეზს მოგცემთ.

რჩევა: მხოლოდ შავსა და თეთრს ხედავთ. ეცადეთ, ყურადღება თეთრზე, პოზიტიურზე გაამახვილოთ. თქვენი საყვარელი ადამიანი ხომ თქვენს გაბედნიერებას ცდილობს.

 

სასწორი

 

მარტოხელებისთვის: მამაკაცები კომპლიმენტებით აგავსებენ და ღიმილი ყველა სამკაულზე მეტად დაგამშვენებთ. თაყვანისმცემლების არმია გამოგიჩნდებათ, მაგრამ ის ერთადერთი უნდა შეარჩიოთ.

რჩევა: ლოგიკას კი არა, გულს ჰკითხეთ რჩევა. დააკვირით ახალგაცნობილების არა სიტყვებს, არამედ ქმედებებს.

 

 

 

დაწყვილებულებისთვის: მშვიდი, რომანტიკული მაისი გელოდებათ. მოგეცემათ შესაძლებლობა, საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკული დღეები მოიწყოთ.

რჩევა: ოჯახურ უსიამოვნებაზე მეტ სიამოვნებას მოგანიჭებთ პიკნიკები, ქალაქგარეთ გამგზავრება და საინტერესო ადგილების მონახულება.

 

 

 

მორიელი

 

მარტოხელებისთვის: მაისივით განწყობა გექნებათ, ხან მოსიყვარულე ხართ, ხან შხამიანი გამონათქვამებით აგიჟებთ გარშემო მყოფებს. ნუ შეაშინებთ და გააქცევთ ყველა თაყვანისმცემელს.

რჩევა: დაიწყეთ ვარჯიში, ჩაეწერეთ თქვენთვის საინტერესო კურსებზე. სწორედ იქ შეძლებთ თქვენთვის საინტერესო მამაკაცის გაცნობას.

 

 

 

დაწყვილებულებისთვის: მეტად რომანტიკული უნდა გახდეთ საყვარელი ადამიანის მიმართ. ხშირად გაისეირნეთ ქალაქგარეთ, მოუწყვეთ რომანტიკული საღამოები.

რჩევა: როცა პირადი ცხოვრება ბედნიერი გექნებათ, პროფესიულშიც მიაღწევთ წარმატებას.

 

მშვილდოსანი

 

მარტოხელებისთვის: სასიამოვნო და საინტერესო ადამიანების გაცნობა გელით. ეცადეთ, იმ ადამიანის სიყვარული მოიპოვოთ, ვისზე ფიქრიც მოსვენებას გიკარგავთ.

რჩევა: იყავით გულწრფელი და ნურც პოზიტიური ემოციების გამოხატვის მოგერიდებათ.

 

 

 

დაწყვილებულებისთვის: საყვარელი ადამიანი მზრუნველობით გაგანებივრებთ. ნუ გახდებით ზედმეტად მომთხოვნი და შეუძლებელს ნუ მოითხოვთ. შეირგეთ ის, რაც გაქვთ და იმით იყავით ბედნიერი.

რჩევა: მოერიდეთ საოჯახო საკითხების გამო კამათს. ეცადეთ, იდილია შეინარჩუნოთ ურთიერთობაში.

 

 

 

თხის რქა

 

მარტოხელებისთვის: მაისში იმაზე ადვილად და სწრაფად შეგიყვარდებათ, ვიდრე წარმოგედგინათ. რომანტიკა და თავგადასავალი კარგია, მაგრამ არაფერი დაშავდება, თუ პარტნიორს საიმედოობაზე გადაამოწმებთ.

რჩევა: გაფრთხილდით ლამაზმა სიტყვებმა და მოფერებამ თავბრუ არ დაგახვიოთ. უნდა იცოდეთ, რა იმალება მათ უკან.

 

 

 

დაწყვილებულებისთვის: ეჭვიანობამ შეიძლება იდეალური კავშირიც კი შეარყიოს. უმჯობესია, საყვარელი ადამიანი შეაქოთ დახმარებისთვის, წინსვლისთვის, საჩუქრისთვის.

რჩევა: იყავით საინტერესო საკუთარი მეუღლისთვის. ერთად და მხიარულად გაატარეთ უქმეები.

 

მერწყული

 

მარტოხელებისთვის: მაისში ძველი კავშირების აღდგენის შესაძლებლობაც მოგეცემათ და ახალი რომანტიკული ნაცნობობაც გელით. შეიძლება მიიღოთ შეტყობილება თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანისგან. ნახავთ, რომ ის განშორების შემდეგ გაიზარდა და თქვენთან სერიოზული ურთიერთობა სურს.

რჩევა: ნუ ნანობთ, რომ რაღაც არ გააკეთეთ (ან გააკეთეთ). დატკბით იმით, რაც ახლა გაქვთ. თუ ერთად ყოფნა გიწერიათ, ვერავინ და ვერაფერი დაგაშორებთ.

 

 

 

დაწყვილებულებისთვის:

რჩევა: მაისში სამსახურზე წინ რომანტიკა უნდა დააყენოთ. იმუშავეთ ურთიერთობების გაუმჯობესებაზე.

 

 

 

თევზები

 

მარტოხელებისთვის: მამაკაცების ყურადღებით იქნებით განებივრებული. ახალ მეგობრებსაც გაიჩენთ და თაყვანისმცემლებსაც. არ მოგინდებათ რამის შეცვლა და ერთ კონკრეტულ ადამიანზე შეჩერება. გსურთ, რომ რომანტიკული ურთიერთობა განსხვავაებულ ტიპაჟებთან გქონდეთ.

რჩევა: თუ არ გსურთ, რომ ვინმეს გული გაუტეხოთ, თავიდანვე უთხარით, რომ რომანის გმირად არ მოიაზრებთ და მარტო მეგობრომას სთავაზობთ.

 

 

 

დაწყვილებულებისთვის: საყვარელ ადამიანთან მშვიდი საუბრით უფრო მეტს მიაღწევთ, ვიდრე ჩხუბით და გაბუტვით. მანიპულაციას უნდა მოეშვათ, ურთიერთობაში კი რომანტიკული იყოთ.

რჩევა: მშვიდი ტონი და სასიამოვნო ინტონაცია, მზერა და ღიმილი – თქვენი საუკეთესო იარაღია სასურველის მისაღწევად.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი