logo_geo
ცვლილება მაცივრების კონსტრუქციაში, რამაც ბავშვების სიცოცხლე გადაარჩინა
- +

7 ივნისი. 2021. 01:59

 

წარსულში ყველა ამერიკული კომპანია, რომელიც მაცივარს აწარმოებდა, მათ ისე აპროექტებდა, როგორც თავად მიაჩნდა საჭიროდ. მაგრამ, 1950-იან წლებში ამერიკაში მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც მწარმოებლებს კონსტრუქციაში ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება უნდა შეეტანათ.

 

1956 წელს გაზეთ New York Times-ში წერდნენ, რომ უკანასკნელი 10 წლის მანძილზე, სულ მცირე, 115 ბავშვი შეძვრა მაცივარში და გაიგუდა. სქელი კარი, რომელიც იზოლაციისთვის არის საჭირო, ჰაერს არ ატარებდა, ხოლო ჩამკეტი ბავშვს გამოსვლის შესაძლებლობას არ აძლევდა.

 

შედეგად, მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც მაცივრის კარი შიგნიდან უნდა გაღებულიყო.

 

http://kvira.ge/662303?fbclid=IwAR3Ew-OKV4AcA95W54czFqxeeyHvH76WGAivefPZqZ9I5iXj4IGkbgy1lyA

 

 

right_banner big_banner
არქივი