logo_geo
სასიყვარულო ტელეპატია
- +

28 ივნისი. 2021. 00:54

 

ალბათ ყველას ჰქონია ცხოვრებაში მსგავსი შემთხვევა: ქუჩაში ნაცნობს ხვდებით, რომელზეც ფიქრობდით ან საყვარელ ადამიანს ტელეფონით ურეკავთ და ის გაოცებული გეუბნებათ: ,,ახლა შენზე ვფიქრობდი”.რა ხდება შეყვარებულებს შორის, რომლებიც ერთმანეთს უსიტყვოდ უგებენ?

 

ახლობელ ადამიანებს შორის მენტალური კავშირი უცბად არ ფორმდება, არამედ მაშინ, როდესაც ქალი და მამაკაცი ხანგრძლივად ერთად არიან, ერთმანეთის ჩვევები აითვისეს, ერთიმეორის სუსტი ადგილები იციან.თუ პარტნიორებს შორის თბილი და ნდობაზე აგებული ურთიერთობაა, მაშინ ერთმანეთს შორ მანძილზეც გრძნობენ. მდუმარენიც კი ხვდებიან, რომ საყვარელი ადამიანი ურეკავთ ან ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე სწამთ, რომ ახლობელ არსებას საშიშროება ელის.

 

სასიყვარულო ტელეპატიის ნიშნებს შორის არამხოლოდ უბედურების სიგნალების მიღება ხდება. ყველაზე ხშირი ყოფითი სიტუაცია ერთდროული ზარები ან ერთმანეთის შეტყობინებებია. არის კიდევ ერთი მომენტი, რომელსაც შეყვარებულები ხშირად აღწერენ, ეს სიზმრებია, რომლებშიც მეორე ნახევარი რაღაცას ატყობინებს, რაღაცას სთხოვს, რაღაცას აღიარებს.

 

მეცნიერები ტელეპატიის გამოვლენას არაერთგვაროვნად უდგებიან. ზოგი სკეპტიკურადაა განწყობილი, მეორენი – დამთხვევას გადაჭარბებულად აფასებენ. სხვები ირწმუნებიან, რომ ახლობელ ადამიანებს შორის, ადრე თუ გვიან, ენერგეტიკული კავშირი მყარდება და სწორედ ამის წყალობით გრძნობენ ერთმანეთს შორ მანძილზე.

 

თუ ახლობელ ადამიანებს შორის მენტალური კავშირი დამყარდა, ის დიდი ხნის განმავლობაში მტკიცე იქნება, შესაძლებელია, მთელი ცხოვრების მანძილზეც.

 

რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, პარტნიორთან სიჩუმე ითამაშოთ იმის იმედით, რომ თქვენს გრძნობებს, განცდებს თავად მიხვდება. ბედნიერი ურთიერთობის საწინდარი ღია დიალოგია, რომელიც მეორე ნახევართან ყოვლდღიურად უნდა გქონდეთ.

 

right_banner big_banner
არქივი