logo_geo
88 წლის წინ ჩინეთში ნაპოვნი თავის ქალა შესაძლოა ადამიანის აქამდე უცნობ სახეობას ეკუთვნოდეს
- +

28 ივნისი. 2021. 01:38

 

ჩინელმა მეცნიერებმა 88 წლის წინ აღმოჩენილი თავის ქალა გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ ის ადამიანის აქამდე უცნობ სახეობას ეკუთვნის. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, თავის ქალა 1933 წელს, ხარბინში ხიდის მშენებელმა იპოვა. მაშინ ქალაქი იაპონური ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდა. კაცს ეჭვი ჰქონდა, რომ მის აღმოჩენას კულტურული ღირებულება აქვს და თავის სახლში, ჭის ფსკერზე დამალა, სადაც ის 80 წლის განმავლობაში ინახებოდა. კაცმა ამ ამბის შესახებ ოჯახს თავისი სიკვდილის წინ უამბო, მათ კი თავის ქალა მეცნიერებს გადასცეს.

 

კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ თავის ქალა აღმოსავლეთ აზიაში სულ მცირე 146 ათასი წლის წინ მცხოვრებ 50 წლის კაცს ეკუთვნის. ახალ სახეობას Homo longi („ადამიანი-დრაკონი“) დაარქვეს. ევოლუციური თვალსაზრისით, ის თანამედროვე ადამიანის უახლოესი ნათესავია. ანალიზმა ასევე აჩვენა, რომ და Homo longi უფრო მჭიდროდ არის დაკავშირებულია ​Homo sapiens-თან ვიდრე ნეანდერტალელებთან.

 

 

 

big_banner
არქივი