logo_geo
NASA და SpaceX-ი სიცოცხლის ნიშნების პოვნას იუპიტერის თანამგზავრზე შეეცდებიან
- +

26 ივლისი. 2021. 01:29

 

 

NASA და ილონ მასკის კომპანია SpaceX იუპიტერის თანამგზავრ, ევროპას ერთად შეისწავლიან. ინფორმაცია ამის შესახებ NASA-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

რაკეტა Falcon Heavy ყინულოვან მთვარეზე NASA-ს სადგურს Europa Clipper გაიყვანს. მისია სტარტს კენედის კოსმოსური ცენტრიდან 2024 წლის ოქტომბერში აიღებს. კონტრაქტის საერთო ღირებულება კი $178 მილიონს შეადგენს.

 

Europa Clipper-ის მთავარი ამოცანა იქნება დაადგინოს არის თუ არა ევროპაზე სიცოცხლისთვის შესაფერისი პირობები. სადგურმა მთვარის ზედაპირის ფოტოები უნდა გადაიღო, გეოლოგიური აქტივობის ნიშნები ეძებოს, თანამგზავრის ყინულოვანი გარსის სისქე ზუსტად გაზომოს.

 

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ევროპა ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია მზის სისტემაში, რომელზეც შესაძლოა სიცოცხლე არსებობს. მთვარის ყინულოვანი გარსის სავარაუდო სისქე 100 კილომეტრია, მის ქვეშ კი თხევადი წყლის ოკეანეა, რომელშიც შესაძლოა პრიმიტიული მიკროორგანიზმები ბინადრობენ.

 

ევროპა 1610 წელს გალილეო გალილეიმ აღმოაჩინა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი