logo_geo
მეცნიერებმა ამ დრომდე გალაქტიკების ყველაზე დეტალური გამოსახულებები მიიღეს
- +

20 აგვისტო. 2021. 01:11

 

 

„ასტრონომებმა ირმის ნახტომის საზღვრებს მიღმა არსებული გალაქტიკებს ყველაზე დეტალური გამოსახულებები გამოაქვეყნეს“,- ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ფოტოები რადიოტელესკოპის Low-Frequency Array (LOFAR) მიერ მიღებული მონაცემების საფუძველზე შეიქმნა, თითქმის ათწლიანი მუშაობის შედეგად.

 

LOFAR-ი 70 ათასზე მეტი ანტენისგან შემდგარ ქსელს წარმოადგენს, რომლებიც ევროპის 9 ქვეყანაშია განლაგებული. შედეგად, ტელესკოპის „ლინზის“ დიამეტრი დაახლოებით 2 ათას კილომეტრს შეადგენს. შედარებისთვის, ყველაზე მსხვილი ჩვეულებრივი რადიოტელესოპის РАТАН-600-ის ლინზის დიამეტრის მხოლოდ 600 მეტრია.

 

ახალ გამოსახულებებს ძალიან მაღალი რეზოლუცია აქვს. ისინი გალაქტიკების შიდა მოწყობილობას უპრეცედენტო დეტალიზაციას აჩვენებენ. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ამ ფოტოების მეშვეობით ისინი ბევრს გაიგებენ შავი ხვრელების როლზე ვარსკვლავებისა და პლანეტების ფორმირებასა და გალაქტიკების ევოლუციის შესახებ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი