logo_geo
სექტემბრის 10 მნიშვნელოვანი მოვლენა - ეს არ უნდა გამოგრჩეთ
- +

31 აგვისტო. 2021. 10:38

 

სექტემბერი წინა თვეებთან შედარებით მშვიდია, პლანეტის გიჟური დინამიკაც არ აღინიშნება, მაგრამ მოვლენები არანაკლებია.

 

სექტემბერი იმითაა გამორჩეული, რომ გონებისა და კომუნიკაციის პლანეტა მერკური რეტროგრადული (უკან მავალი) ხდება და თუ ანალიტიკურ სფეროში ხართ, კომპიუტერული ან საყოფაცხოვრებო ტექნიკის ყიდვა გსურთ, გაითვალისწინეთ.

 

22 სექტემბრამდე მზე ქალწულშია. ქალწული არის წესრიგის მოყვარული ნიშანში, მის დროს ხალხი მომავალი ზამთრისთვის პროდუქტს იმარაგებს, ხდება ჭირნახულის დაბინავება. აქტიურია საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების საკითხი, ადამიანები ჯანმრთელობაზე მეტად ვზრუნავთ. აგრეთვე, საქმიანობისას მეტად ვავლენთ პროფესიონალიზმს, არ გვიჭირს დეტალებზე დაკვირვება, წვრილი საქმეების შესრულება, ინსტრუმენტების გამოყენება, იდეების მატერიალიზება. ამავე პერიოდში ხდება წლის მოვლენების გადახედვა, გამოსწორება, გახსოვდეთ, „წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან“.

 

მერკური სასწორშია 30 აგვისტოდან 6 ნოემბრის ჩათვლით. რეტროგრადული ფაზა დაეწყება 27 სექტემბერს და გასტანს 18 ოქტომბრამდე. 30 სექტემბრამდე მერკური თავის ნიშანშია. ამ პერიოდში ძალიან მარტივია სიტუაციის, მოვლენების გაანალიზება, მოწესრიგება, ყველაფერში გარკვევა; თემების დამუშავება. 30 აგვისტოდან მერკური სასწორში იქნება. აქვე მოუწევს რეტროგრადულობა. მერკურის გავლენით ჩვენ გავხდებით გაწონასწორებულები, დიპლომატიურები. არ გაგვიჭირდება გარშემო მყოფებთან საერთო ენის გამონახვა. მოგვინდება კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარება. რეტროგრადული ფაზის დროს შანსი გვეძლევა, მივუბრუნდეთ ადრე დაწყებულ საქმეებს, დავასრულოთ ან გამოვასწოროთ დაშვებული შეცდომები.

 

საინტერესო დღე გველოდება 6 სექტემბერს. ამ დღეს ლილიტი (ცდუნებები, შიშები) უერთდება აღმავალ კვანძს. ეს დღე არის აგრეთვე შუა წერტილი დაბნელებებს შორის. ზუსტი შეერთება იქნება 22:07-ზე. უჩვეულო დღეა. შეიძლება დაგეგმილი საქმეები თავდაყირა დადგეს. მოხდეს ის, რასაც საერთოდ არ ელოდით - კარგიც და უსიამოვნოც. ნუ გაავრცელებთ დაუდასტურებელ ინფორმაციას. მაქსიმალურად ფრთხილი და დაკვირვებული უნდა იყოთ. ამ დღეს ნუ დანიშნავთ მნიშვნელოვან შეხვედრებს, ნუ გააფორმებთ ხელშეკრულებებს. მაქსიმალური დაკვირვება გმართებთ დოკუმენტებზე, ციფრებზე მუშაობისას. გარდა ამისა, ეს არის ახალმთვარეობის წინა - რთული და დაძაბული ენერგიების დღე. პარტნიორებში შეიძლება მოიმატოს ეჭვიანობამ. კამათი მოსალოდნელია ფულის გამოც. ამიტომ კრედიტებსა და ვალებს ამ დღეს ნუ აიღებთ. იყავით დაკვირვებული, არაფერი დაკარგოთ, დაგრჩეთ. არ გირჩევთ ფიზიკურ აქტიურობას.

 

ახალმთვარეობას ველოდებით 7 სექტემბერს, 4:51-ზე ქალწულის მეთხუთმეტე გრადუსში. ამ დღეს უნდა გავითვალისწინოთ ყველა ის დეტალი, რაც 6 სექტემბერს ხდება. ახალმთვარეობაზე მზე და მთვარე ერთმანეთს ხვდებიან ქალწულის ნიშანში. აქტიურია პლანეტა ურანიც, რომელმაც მთვარის ამ თვეში შეიძლება მოგვიტანოს უცნაურობები, მოულოდნელობები. კარგი თვეა ცვლილებების, რეფორმების, არსებული საკითხების ორიგინალურად მოგვარებისთვის. აგრეთვე, ახალი ტექნოლოგიების ასათვისებლად, ინტერნეტში მუშაობისა და სოციალურ ქსელებში გასააქტიურებლად.

 

პლუტონისა და მარსის გავლენით 8-10 სექტემბერს მოგვემატება ენერგია, ვიგრძნობთ მოქმედებისთვის მზაობას და გავაკეთებთ იმაზე მეტ საქმეს, ვიდრე საკუთარი თავისგან ველოდით.

 

ვენერა მორიელში გადავა 10 სექტემბერს, სადაც დარჩება 7 ოქტომბრამდე. სიყვარულის პლანეტა - ჰარმონიული და ესთეტიკური ვენერა სასწორშია. გამოიყენეთ ეს პერიოდი პარტნიორული და საქმიანი კავშირების გასაუმჯობესებლად. იყავით დაკვირვებული, ახალგაცნობილებთან, ნუ მოგერიდებათ ზედმეტი კითხვების დასმა სიმართლის გასაგებად. ნუ გადავარდებით ილუზიებში და ნუ ააგებთ ბროლის კოშკებს. მყარად იდექით მიწაზე. მორიელში ვენერა მუდმივად ითხოვს პარტნიორისგან გრძნობების დამტკიცებას. ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ თქვენი სასიყვარულო პარტნიორი მეტად ეჭვიანი, ვნებიანი გახდება და ემოციებსაც მძაფრად გამოხატავს. მოგთხოვთ სიყვარულის ყოველწუთიერ დამტკიცებას. ეცადეთ, მშვიდად გაატაროთ ეს პერიოდი და არ იყოთ უსიამოვნების ინიციატორი.

 

მარსი სასწორში იქნება 15 სექტემბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით. 15-მდე აქტიურად მოაგვარებთ საქმეებს. არ გაგიჭირდებათ სირთულეების მოგვარება. მოიმატებს ფიზიკური აქტიურობის სურვილი. თუმცა, გირჩევთ, გონივრულად ივარჯიშოთ - ყოველდღე პატარ-პატარა ნაბიჯებით მიუახლოვდით შედეგს. მარსის სასწორში გადასვლის შემდეგ ადამიანებს მოუნდებათ საკუთარი სიმართლის დამტკიცება. გარშემო მყოფები შეიძლება ყველაფერზე შემოგეკამათონ.

 

სავსემთვარეობას ველოდებით 21 სექტემბერს 3:55-ზე თევზების 29-ე გრადუსში. შედარებით ჰარმონიული დღეა. თუმცა, ემოციები კვლავ პიკზეა. არ გირჩევთ ემოციებზე აყოლას. იყავით დაკვირვებული, გააზრებული. არ გადადგათ დაუფიქრებელი ნაბიჯი. კარგ შედეგს მოგიტანთ დეტალებზე დაკვირვება, რთული საქმეების შესრულება. თუ მოინდომებთ, კარიერაშიც წარმატებას მიაღწევთ და ბიზნესის გაფართოებასაც შეძლებთ. ამასთან, მაქსიმალური დაკვირვებით გააფორმეთ ფინანსური და იურიდიული დოკუმენტები. ზოგიერთი გადაწყვეტს, რისი სწავლა სურს. რაც შეეხება პარტნიორულ ურთიერთობებს, ნუ გაწყვეტთ კავშირს ემოციებზე აყოლილი. არ მიიღოთ დაუფიქრებელი გადაწყვეტილება. ნუ დაძაბავთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან.

 

შემოდგომის დღეღამ ტოლობა გვექნება 22 სექტემბერს. ამავე დღეს მზე სასწორის ზოდიაქოში გადავა ერთი თვით. ამ დღეს ემოციები მომატებულია. შეიძლება გაგიჭირდეთ საერთო ენის გამონახვა ახლობლებთან. უმნიშვნელო ნაპერწკალიც კი შეიძლება ცეცხლოვან კამათში გადაიზარდოს. ეს ეხება სასიყვარულო კავშირსაც.

 

მზე სასწორში დარჩება 22 ოქტომბრამდე. სასწორისეული მზე მომართულია სიყვარულზე, ქორწინებაზე, ურთიერთობის დაკანონებაზე, კანონზე დამორჩილებაზე, არსებულ კავშირში ჰარმონიასა და სტაბილურობაზე. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთანაც. თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია კონსულტირებასთან, კლიენტებთან დამოკიდებულება მეტად სტაბილური და ჰარმონიული გაგიხდებათ.

 

მშვიდ და პოზიტიურ სექტემბერს გისურვებთ!

წყარო : wyaro
big_banner
არქივი