logo_geo
მეცნიერებმა მსოფლიოში ლუდის მოხმარების უძველესი მტკიცებულება აღმოაჩინეს
- +

5 სექტემბერი. 2021. 02:41

 

 

დარტმუტის კოლეჯის არქეოლოგებმა ჩინეთის სამხრეთით მსოფლიოში ლუდის მოხმარების უძველესი მტკიცებულება აღმოაჩინეს. ამის შესახებ National Geographic-ი წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, მეცნიერებმა აღმოჩენა ციაოტოუს პლატფორმაზე, სამარხში გააკეთეს, რომელშიც კერამიკის ქოთნები და თასები იპოვეს. სპეციალისტებმა თასების კედლებზე ბაქტერიების ნარჩენები შეისწავლეს და მათში ლუდისთვის დამახასიათებელი მიკრობოტანიკური და მიკრობული ელემენტები აღმოაჩინეს.

 

„ეს ძველი ლუდია, ის არ ჰგავს იმ სასმელს, რომელიც დღეს გვაქვს. სავარაუდოდ, ეს ტკბილი, მღვრიე სასმელი იყო“, - ამბობს ცაცინ ვანი, კვლევის თანაავტორი.

 

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ლუდი დაკრძალვის რიტუალში გამოიყენებოდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი