logo_geo
ნიდერლანდებში ვირთხამ ტუჩის გარმონზე დაუკრა და TikTok-ის ვარსკვლავი გახდა
- +

6 სექტემბერი. 2021. 11:28

 

ვირთხამ, რომელიც ტუჩის გარმონზე უკრავს TikTok-ზე პოპულარობა მოიპოვა. ამის შესახებ პორტალი My Modern Met წერს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ვირთხას მისტერ ბილკი ჰქვია. ის მუსიკოსი მას შემდეგ გახდა, რაც პატრონებმა პატარა ტუჩის გარმონი აჩუქეს. ინსტრუმენტს თაფლი წაუსვეს და მისტერ ბილკს გადასცეს - ასე დაიბადა სიმღერა The Best Song („საუკეთესო სიმღერა“). სიმღერის „დაწერის“ პროცესი კი გადაიღეს და ვირთხის TikTok-ანგარიშზე ატვირთეს.

 

პატრონებმა სიმღერა დაამუშავეს და ახლა მსურველებს მისი მოსმენა სტრიმინგ-სერვისზე Spotify შეუძლიათ. ვიდეო ძალიან პოპულარული გახდა, TikTok-ის მომხმარებლები კი სიმღერაზე რემიქსებსაც წერენ.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი