logo_geo
იტალიაში მეთევზეებმა უცნაური ზვიგენი დაიჭირეს
- +

11 სექტემბერი. 2021. 01:26

 

 

იტალიაში, კუნძულ ელბაზე მეთევზეებმა უცნაური ზვიგენი დაიჭირეს. ზვიგენს ღორის დინგი აქვს. ამის შესახებ Daily Mirror წერს.

იხტიოლოგების შეფასებით, ეს ჩვეულებრივი „ცენტრინაა“, რომელიც „ზვიგენი-ღორის“ სახელითაა ცნობილი. ზვიგენის ეს სახეობა გადაშენების პირასაა და წითელ წიგნშია შეტანილი.

„ზვიგენის ეს სახეობა საკმაოდ ხშირად გვხვდება კუნძულ ელბაზე და ადგილობრივი მცხოვრებლებისა და ტურისტების გაოცებას იწვევს“, - ამბობს ადგილობრივი იური ტიბერტო.

ჩვეულებრივი „ცენტრინა“ ატლანტიკის ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში გვხვდება. ზვიგენი 100-დან 700 მეტრის სიღრმეზე ბინადრობს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი