logo_geo
ამერიკელი ქალი 1 წელი ლატარიაში ერთსა და იმავე ციფრებს ირჩევდა და ჯეკპოტი მოიგო
- +

14 სექტემბერი. 2021. 12:24

 

 

მიჩიგანის შტატში მცხოვრები ქალი 1 წლის განმავლობაში ლატარიაში ერთსა და იმავე ციფრებს ირჩევდა და მილიონერი გახდა. ამის შესახებ UPI წერს.

 

51 წლის ქალის თქმით, ის ყოველ კვირა ბილეთს ონლაინ ყიდულობდა, ციფრების კომბინაციას კი არ ცვლიდა. საბოლოოდ მან 1,2 მილიონი დოლარი მოიგო.

 

ქალი აპირებს მოგებული თანხა ოჯახის წევრებს და მოგზაურობას მოახმაროს.

 

 

 

right_banner big_banner
არქივი