logo_geo
შვილი, რომელიც დედას ცხოვრების მთავარ შეცდომად მიაჩნია
- +

14 სექტემბერი. 2021. 18:16

 

 

ფეისბუკ-ჯგუფში „ვეძებ“ სამწუხარო და სევდიან შემთხვევებთან ერთად, დადებითი, პოზიტიური და წამახალისებელი ამბებიც ხდება. ეძებენ შვილებს, მშობლებს, და-ძმებს, პოულობენ და შემდეგ სხვებისთვის ხდებიან მოტივაციის მიმცემები. ამჯერად, აღნიშნული ჯგუფიდან გთავაზობთ ამბავს, რომელიც სევდიანი, თუმცა ბევრისთვის ნაცნობია.

 

„მინდა გაგანდო ჩემი რთული და მძიმე ისტორია, რომელიც მუდმივად სულს მიწამლავს, მაგრამ არაფრის შეცვლა არ შემიძლია… ვარ პედაგოგი, დედისერთა განებივრებული გოგო ვიყავი. მყავს მეუღლე და ორი შვილი. სამი წლის წინ გავიგე რომ ვიყავი ნაშვილები და დავიწყე ბიოლოგიური მშობლების ძებნა..

დიდი ძიების შემდეგ მივაკვლიე მათ.. მამა გარდაცვლილი იყო უკვე, დედას კი მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. არ მიმიღო დედამ.. ოჯახმა არ იცის მისი წარსულის შესახებ და აგრესიულად შემხვდა. მადლობას უხდიდა უფალს, რომ იმ დროს მივადექი, როცა ქმარ-შვილი სახლში არ ჰყავდა. შეცდომა მიწოდა, ჩემი ცხოვრების დიდი შეცდომა ხარო… ტირილით გამოვბრუნდი უკან ჩემი შვილებით. ჩემი გოგოს ტიტინმაც არ მოულბო გული. აღარ მოვყვები რა დატრიალდა ჩემს სულში და გონებაში, მეუღლე ისე გამიბრაზდა, ხმა ვერ ამოვიღე. მისიც მესმის, მე დამიცვა და ჩემი თავმოყვარეობა.

დარეკვაც ვცადე, პირველად მითხრა, აღარ გაბედო დარეკვაო… მეორედ კი ნომერი დამიბლოკა. და და ძმა მყავს, მათთან მინდა კონტაქტი, რა გავაკეთო, დამეხმარეთ. დედას არ ვუნდივარ. კარგი ადამიანი ვარ, კარგი აღზრდილი, იქნებ დამეხმაროთ, ხალხო, რომ დედამ მიმიღოს და ერთხელ მაინც ჩამიხუტოს გულში? სული და სხეული მეწვის. დამეხმარეთ, იქნებ იყოს ვინმე ამ ჯგუფში მისიანი და წაიკითხოს ჩემი ისტორია“, – წერს ჯგუფის მომხმარებელი (სტილი დაცულია).

 

 

big_banner
არქივი