logo_geo
ნაგავში გადაგდებული, სასიკვდილოდ განწირული ბავშვი უცხო ქალმა გადაარჩინა
- +

15 სექტემბერი. 2021. 11:34

 

სარა კონკი ნებაყოფლობით მოხვდა ჰაიტიზე. 2010 წლის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, ამ ქვეყანაში ბევრი ადამიანი აღმოჩნდა ქუჩაში, მათ შორის – მცირეწლოვანი ბავშვებიც, რომლებმაც დაკარგეს მშობლები. აქ სუფევდა სიღარიბე, მწუხარება და დაავადებები. სარამ დაიწყო მუშაობა დანიტას ბავშვთა სამედიცინო ცენტრში და იქ მოხდა ეს საბედისწერო შეხვედრაც.

 

ერთ დღეს ახალგაზრდა ქალი შემოვიდა კლინიკაში სამი თვის ბავშვთან ერთად. გაირკვა, რომ გოგონას მხოლოდ თერაპიული პროცედურები არ დაეხმარებოდა და უფრო სერიოზული სამედიცინო ჩარევა იყო საჭირო.

 

პატარა ნიკის უზარმაზარი თავი ჰქონდა – ჰიდროცეფალიის ნიშანი. ეს არის საშიში მდგომარეობა, რომლის დროსაც ჭარბი სითხე გროვდება ტვინში. ჰიდროცეფალიით დაბადებული ჩვილების გადარჩენის მაჩვენებელი მხოლოდ 3%-ია.

 

თუ დახმარებას დროულად გაუწევენ, არსებობს გამოჯანმრთელების შანსი, როგორც ეს მოხდა პატარა პარკერის შემთხვევაში. ოპერაციის შემდეგ მან შეძლო დაჯდომა, დაიწყო თავის დაჭერა და შემდეგ – სიარულიც. სარამ სასწრაფოდ მოაწყო ნეიროქირურგთა კონსულტაციები გოგონასთვის და დაიწყო მისი ექიმებთან მიყვანა.

 

ჰაიტიზე კვალიფიცირებული ქირურგების რაოდენობა ნაკლებია, ამიტომ მათთან უზარმაზარი რიგები იყო. ნიკისთან შეხვედრიდან ერთი კვირის შემდეგ, სარამ მოახერხა, სპეციალისტისთვის ეჩვენებონა. ორი თვის შემდეგ პირველი ოპერაცია ჩაუტარდა.

 

როდესაც რეაბილიტაციის პერიოდი გავიდა, საავადმყოფოს თანამშრომლებმა სარას დაურეკეს და უთხრეს, რომ გოგონასთან არავინ მოდიოდა. ახალგაზრდა ქალი, რომელმაც ის კლინიკაში მიიყვანა, ნიკას ბიოლოგიური დედა იყო, მაგრამ არ ჩქარობდა შვილის სახლში წაყვანას, რადგან რცხვენოდა თავისი შვილის.

 

მიუხედავად ამისა, ნიკი გაწერეს, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ, გოგონა უარესად გახდა: სარამ შესთავაზა დედამისს, რომ დაეხმარებოდა ნიკის მოვლაში, მაგრამ მალე მან საერთოდ გაწყვიტა ურთიერთობა. სარა მივიდა მათთან სახლში მივიდა. დედა არ იყო შინ: ის წავიდა და თავისი 11 თვის ქალიშვილი ნაგავში დატოვა.

 

თითქმის ერთი წლის ბავშვი იწონიდა 3 კილოგრამზე ნაკლებს, წონის ნახევარს თავის ქალაში ჩარჩენილი წყალი წარმოადგენდა. სარამ ბავშვი ოფიციალურად იშვილა და ქალი ყოყმანის გარეშე დათანხმდა.

 

ყველა ფორმალობა რამდენიმე დღეში მოგვარდა. იმ დროისთვის გოგონას შინაგანი ორგანოების უკმარისობა დაიწყო. ექიმებს ეშინოდათ, რომ ნიკი არ იცოცხლებდა პირველ დაბადების დღემდე, მაგრამ დღეები გავიდა და გოგონამ სიცოცხლისთვის ბრძოლა განაგრძო. სარამ მას პატარა მეომარი დაარქვა და ყველაფერი გააკეთა, მისი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.

 

ექიმების აზრით, გოგონას ტვინის მხოლოდ 5% გადარჩა. სარამ მოახერხა შეერთებული შტატებიდან ექიმების გამოძახება, რომლებმაც ბავშვის კვება ინტრავენურად დაიწყეს, წვეთოვანის საშუალებით.

 

ასე გავიდა ნახევარი წელი. სარამ და ნიკიმ ჰაიტი 2015 წლის მაისში დატოვეს. ამერიკაში გოგონას კიდევ ერთი ოპერაცია გაუკეთეს, რის შემდეგაც ბავშვის თავის გარშემოწერილობა 5 სანტიმეტრით შემცირდა.

 

იმის მიუხედავად, რომ ნიკის ჯერ კიდევ აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, მისი ახალი დედა დარწმუნებულია, რომ ყველაზე უარესი დასრულდა. გოგონა ცხოვრობს სარასთან და მის მეგობართან ერთად სამხრეთ ლუიზიანაში, იზრდება და ძლიერდება.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი