logo_geo
როგორ დაიწყო ლონდონური, წითელი ავტობუსების ისტორია
- +

15 სექტემბერი. 2021. 13:08

 

 

დაბლდეკერები, ანუ ორსართულიანი წითელი ავტობუსები დიდი ხანია, ლონდონის სავიზიტო ბარათად იქცა.

 

ორსართულიანი ავტობუსები ლონდონის ქუჩებში პირველად 1847 წელს გამოჩნდნენ. თავდაპირველად, სატრანსპორტო კომპანია „ადამსი და კო“-ს სატრანსპორტო საშუალებებს ლონდონელები სკეპტიკურად შეხვდნენ. ნაკლებად კომფორტული და ნელი ტრანსპორტი მათ არ მოეწონათ, თუმცა, 1852 წელს, მას შემდეგ, რაც დაბლდეკერების ტევადობა (40 მგზავრი) და კომფორტი გაიზარდა, მათმა პოპულარობამ მნიშვნელოვნად მოიმატა.

1913 წლისათვის ლონდონს 2 ათასი ასეთი ავტობუსი ემსახურებოდა.

1953 წლისათვის ლონდონის სატრანსპორტო კომპანიის განკარგულებაში უკვე 7 ათასზე მეტი  დაბლდეკერია.

 

1956 წელს ლონდონის ქუჩებში პირველად გამოჩნდა Routemaster-ის ტიპის ავტობუსი, რომელიც გასული საუკუნის 60-70-იანი წლების ლონდონის სიმბოლოდ იქცა. ვიზუალთან ერთად, ამ ავტობუსების ხიბლი ისიც იყო, რომ მათ კარები არ ჰქონდათ და მგზავრებს  საცობის შემთხვევაში ავტობუსიდან ჩამოსვლა უპრობლემოდ შეეძლოთ. Routemaster-ი ლონდონსა და მის სტუმრებს  2004 წლამდე ემსახურებოდა.

2012 წელს ლონდონის ქუჩებში Routemaster-ის განახლებული ვერსია გამოჩნდა. ისინი დღემდე მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ ქალაქის სატრანსპორტო სისტემაში, თუმცა, როგორც ჩანს, მალე ისინიც სამუზეუმო ექსპონატები გახდებიან.

 

ახლო მომავალში ლონდონში ყველა სახის შიდაწვისძრავიანი სატრანსპორტო საშუალების აკრძალვას გეგმავენ. ასე  რომ, Routemaster-ის ადგილი ლონდონის ქუჩებში, ალბათ, აღარ იქნება.

 

big_banner
არქივი