logo_geo
რუსეთში დააკავეს კაცი, რომელსაც ცოლისთვის საჩუქრად 1 კილოგრამი კანაფი მიჰქონდა
- +

15 სექტემბერი. 2021. 15:26

 

 

რუსეთში, ქალაქ ნემანში პოლიციელებმა ქუჩაში დააკავეს კაცი, რომელსაც თან 1 კილოგრამი კანაფი ჰქონდა. ინფორმაცია ამის შესახებ ქვეყნის შსს-ს ადგილობრივი სამმართველოს ვებგვერდზე გავრცელდა.

 

მედიის ცნობით, პოლიციელების ყურადღება კაცის საეჭვო ქცევამ მიიპყრო - ის თითქმის მირბოდა და გამუდმებით უკან იხედებოდა, ხელში კი პარკი ეკავა. სამართალდამცველებმა კაცი გააჩერეს და პარკის გახსნა სთხოვეს, თუმცა მან გაქცევა სცადა. ის მეზობელ ქუჩაზე დააკავეს და აღმოაჩინეს, რომ პარკში კანაფი იყო. დაკავებულის განმარტებით, მას ნარკოტიკების შემცველი მცენარე ცოლისთვის საჩუქრად მიჰქონდა.

 

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, დაკავებულს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

right_banner big_banner
არქივი