logo_geo
რა გავლენა მოახდინა კოვიდმა თირკმლებზე და რა გართულებებს ტოვებდა ის „ხანგრძლივი კოვიდის“ დროს
- +

15 სექტემბერი. 2021. 15:56

 

„რა გავლენა მოახდინა კოვიდმა თირკმლებზე და რა გართულებებს ტოვებდა ის „ხანგრძლივი კოვიდის“ დროს“ – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი აზიარებს.

 

„ე.წ „ხანგრძლივი კოვიდი“ და თირკმლების პრობლემები.

 

მართალია, საქართველოში ახლა არავის სცალია კოვიდისთვის და მითუმეტეს კოვიდის შემდგომი „ხანგრძლივი კოვიდის“ შესახებ სასაუბროდ (ზოგადად ხანგრძლივ კოვიდზე არავინ საუბრობს), მაგრამ ყოველი შემთხვევისათვის, მეტად საინტერესო ინფორმაცია რომელიც ახლახან გამოქვეყნდა ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნეფროლოგიურ ჟურნალში.

 

აშშ-ში კვლევის დროს, 2020 წლის 1 მარტიდან 2021 წლის 15 მარტამდე, მოხდა დაკვირვება 1 726 683 ადამიანზე. აქედან 89 216 ადამიანი იყო ის ვინც გადაიტანა კოვიდი და 1 637 467, არაინფიცირებული საკონტროლო ჯგუფი.

 

კვლევის მიზანი იყო დაედგინათ რა გავლენა მოახდინა კოვიდმა თირკმლებზე და რა გართულებებს ტოვებდა ის „ხანგრძლივი კოვიდის“დროს. ძალიან დიდი კვლევიდან, გამოვყოფ ყველაზე მნიშვნელოვან დასკვნებს:

 

1) COVID-19– ის გადარჩენილებმა განიცადეს eGFR– ის [გლომელურალური ფილტრაციის ხარისხი] უფრო დიდი შემცირება, ვიდრე არაინფიცირებულმა კონტროლმა და eGFR– ის შემცირება უფრო მეტად იყო გამოხატული COVID-19 ინფექციის სიმძიმის ზრდასთან ერთად.

 

2) დაავადების გადატანიდან 6 თვის შემდეგ თირკმლის მწვავე დაზიანება – 94% -ით უფრო მეტ ადამიანშია გამოხატული ინფექცია გადატანილებს შორის.

 

თირკმლის გაფილტვრის კოეფიციენტი eGFR 50% -ით ან მეტით ნაკლებია – 64% -ით უფრო მეტი კოვიდ გადატანილებში. ბოლო სტადია-თირკმლის დაავადება- რისკი თითქმის სამჯერ მეტი კოვიდ გადატანილებში.

 

3) თირკმლის დაავადების ბოლო სტადიის ( end stage kidney disease – ESKD) რისკის უზარმაზარი ზრდა – ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაშ – 5.7x უფრო მაღალი რისკი და 13x უფრო მაღალი რისკი თუკი ავადმყოფი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოხვდა.

 

მაშინაც კი, თუ არ ხართ ჰოსპიტალიზებული COVID19 -ით – მაინც არის ESKD– ის 2 -ჯერ გაზრდილი რისკი !!! ანუ 2 -ჯერ მეტი რისკია რომ თირკმლის დიალიზის გახდეს საჭირო!

 

4) თირკმელების ფუნქციის გამწვავება არ ხდება მხოლოდ იმ ადამიანებში ვისაც ადრეც ჰქონდა თირკმლის მწვავე დაავადებები… მაშინაც კი, თუ ადამიანი ჰოსპიტალიზირებული იყო და ამ დროს მას არ ჰქონდა მწვავე თირკმლების დაავადება (Acute Kidney injury – AKI), თირკმლის ფუნქცია მაინც მნიშვნელოვნად შეიძლება შეიცვალოს დიაგნოზის დასმიდან 30 დღის შემდეგ… იხილეთ მწვანე ხაზი გრაფაში.

 

ასეთი ამბებია „ხანგრძლივი კოვიდისა“ და თირკმლების დაავადებებს შორის“, – წერს ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში.

big_banner
არქივი