logo_geo
ბარი დრამონდი – ქალაქის ერთადერთი მაცხოვრებელი
- +

15 სექტემბერი. 2021. 17:48

 

 

ცხოვრებაში ყველა ადამიანი, ასე თუ ისე, ცდილობს, იყოს განსაკუთრებული, ერთადერთი და განუმეორებელი. გააკეთოს ისეთი რამ, რაც სხვას არ გაუკეთებია. წარმოგიდგენიათ, როგორ იქნებოდა თქვენს ქალაქში  ცხოვრება, თუკი მისი მოსახლე მხოლოდ თქვენ იქნებოდით? ზოგმა ეს საკუთარ თავზე გამოსცადა. ერთ-ერთი ასეთი კი ბარი დრამონდია.

 

ქალაქთან ახლოს გზატკეცილი N73 გადის. 1987 წლიდან მოყოლებული, საქვეყნოდ ცნობილი მატარებელი TranzAlpine ამ ქალაქს კვეთს. მე-20 საუკუნის დასაწყისში კესის მოსახლეობა 800 ადამიანს ითვლიდა. ეს ის დრო იყო, როდესაც რეგიონში რკინიგზის მშენებლობა მიმდინარეობდა, მაგრამ, სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობამ კესი დატოვა.

 

ამ დროისთვის, ქალაქის ერთადერთი მოსახლე ბარი დრამონდია, რომელიც აქ 29 წლის წინ გადავიდა საცხოვრებლად. ბარის ეს არ უნდოდა, მაგრამ რკინიგზის სადგურზე სარფიანი სამსახურის შემოთავაზებას დათანხმდა. მაშინ ის დარწმუნებული იყო, რომ ქალაქში ორიოდე წელსაც ვერ გაძლებდა, მაგრამ ახლა, 29 წლის გასვლის შემდეგ იცის, რომ კესიდან არსად წავა.

ბარი დღემდე მუშაობს რკინიგზაზე და ამბობს, რომ მას თავი მარტოდ არასდროს უგრძნია. მატარებლის გამო, რომელიც ტურისტებისთვის საინტერესო მარშრუტზე დადის, ქალაქს სტუმრები მუდამ ჰყავს.

 

“აქ ყოველდღე ვიღაც ჩამოდის, როგორც წესი, დღეში 4-5 ადამიანი”, – ამბობს ბარი.

 

როგორ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, ბარიმ ქალაქში დარჩენა ზუსტად ადამიანების გამო გადაწყვიტა. მისი თქმით, ის ძალიან დაუმეგობრდა გვერდით დასახლებული პუნქტების მკვიდრებს. რაც შეეხება 69 წლის ბარის პირად ცხოვრებას, ის არასდროს ყოფილა დაქორწინებული და, როგორც თავად ამბობს, ეს ფაქტი არასდროს აწუხებდა.

 

იგი ბედნიერია ხმაურიანი ქალაქებისგან შორს. კესში არ არის ქაოსური რიტმი, ხმაური, საცობები. ერთადერთი, რაც მას აწუხებს, ე.წ. ფასტფუდის არარსებობაა. როდესაც ის მუშაობას შეწყვეტს, მაინც ქალაქში დარჩება და დაეხმარება რკინიგზას იმ შემთხვევაში, თუკი რაიმე გაუთვალისწინებელი მოხდება.

 

“სანამ სიარული შემიძლია, აქ დავრჩები”, – ამბობს ბარი.

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი