logo_geo
მსოფლიოს ყველაზე ძველი წიგნები
- +

23 სექტემბერი. 2021. 17:12

 

წიგნი – ეს ცოდნის წყაროა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია წარსულში ვიმოგზაუროთ. გთავაზობთ იმ 5 ყველაზე ძველი წიგნის ჩამონათვალს და მოკლე აღწერას, რომლებმაც საუკუნეებს გაუძლეს და დღემდე მოაღწიეს.

 

გილგამეშის ეპოსი

 

 

გილგამეშის ეპოსი ერთ-ერთი ლიტერატურული ნაწარმოებია, რომელიც თითქმის 4 ათასი წლისაა და ჩვენამდე მოაღწია. თიხის ფირფიტებზე ჩაწერილი ნაწარმოების სიუჟეტი მოგვითხრობს ნახევარღმერთზე, მეფე გილგამეშზე, რომელიც დიდი სისასტიკით გამოირჩეოდა და რომლის „მოსათვინიერებლადაც“ ღმერთებმა შექმნეს ენქიდუ, ველური ადამიანი. ეპოსი თიხის 12 ფირფიტაზეა ჩაწერილი და ისინი ბრიტანეთის მუზეუმში ინახება.

 

მკვდართა წიგნი

 

 

ძველი პაპირუსების კრებული, რომლებზეც ძველეგვიპტური ლოცვები და რიტუალებია აღწერილი. მათი საშუალებით გარდაცვლილთა სულებს საიქიოში ცხოვრება უნდა გაადვილებოდათ.

 

 

სინაის კოდექსი

ეს ყველაზე ძველი წიგნია, რომელიც ჩვენთვის ჩვეულ ფორმატშია შესრულებული და მე-5 საუკუნის დასაწყისში შეიქმნა. წიგნს 150 წლის წინ სინაის ნახევარკუნძულზე მიაკვლიეს. ძველბერძნულ ენაზე შესრულებულ ნაწარმოებში ძველი და ახალი აღთქმის სრული ვერსიაა მოთხრობილი.

 

ალმასის სუტრა

პრაჯნიაპარამიტას ციკლის სუტრა, ბუდისტური მაჰაიანას საფუძველი, რომელიც მე-3 საუკუნეში შეიქმნა. არსებობს მისი ექვსი ჩინური თარგმანი. კუმარაჯივას (ბუდისტი ბერი IV-V სს.) თარგმანი არის მსოფლიოში მეორე ნაბეჭდი წიგნი და დათრიღებულია 868 წლით.

 

 

ოსტრომიროვოს სახარება

 

კიევის რუსეთის ძველი ხელნაწერი. წიგნი ძველსლავურ ენაზეა დაწერილი და  მე -11 საუკუნით თარიღდება. მისი ნახვა სანკტ-პეტრბურგის ეროვნულ ბიბლიოთეკაშია შესაძლებელი.

 

big_banner
არქივი