logo_geo
პანდემიის პერიოდი, შთაგონება და „ქალი გაზაფხული“, სხვადასხვა ელფერით
- +

24 სექტემბერი. 2021. 22:23

 

 

ბავშვობაში დადიოდა ხატვის წრეზე და გამოფენებში მონაწილეობდა. დაამთავრა თბილისის მე–10 საჯარო სკოლა, შემდეგ – მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი.

 

საკუთარი ფერადოვანი, ორიგინალური სამყაროს შემოქმედია. ამბობს, რომ დიდი პაუზის შემდეგ, პანდემიის პერიოდში, დაიწყო ხატვა და სიყვარულით აგრძელებს. – მხატვარ დიანა დიდიას პერსონა.

 

– ხატვის წრეზე საინტერესო იყო იქ არა მარტო ჩემი, ბევრი სხვა ბავშვის საინტერესო ნამუშევრები იყო.

 

თოიძეში კი ვისწავლე ბევრი საინტერესო რამ… მქონდა ჩვენებაც დიპლომის აღებისას, ავიღე წითელი დიპლომი.

– პანდემია… ნაყოფიერი იყო თუ არა შემოქმედებითად ეს პერიოდი?

 

– სტუდენტობის მერე არ მიხატია. დიდი პაუზის შემდეგ, პანდემიის პერიოდში, დავიწყე ხატვა. თავიდან ჩემთვის ვხატავდი, გაყიდვა არც მიფიქრია, მაგრამ დიდი მოთხოვნის შემდეგ დავიწყე გაყიდვა, რამაც გაამართლა. ამაში ცოტა პანდემიაც დამეხმარა.

 

– გაქვთ გვერდი – D.Didia’s Art. ფერადოვანი, რომანტიკული სამყარო… ნამუშევრებს შორის სჭარბობს ქალები ყვავილებით…

 

– ყველაზე მეტად მოთხოვნადი სწორედ ყვავილებიანი ქალია – „ქალი გაზაფხული“… ასეთი მრავალი სურათი მაქვს შექმნილი…

– ნახატების გარდა ხელნაკეთ აქსესუარებსაც ამზადებთ…

 

– ვაკეთებდი ხელნაკეთ სამკაულებს, აბადოკებს, ბაფთებს, ბროშებს და სხვადასხვა აქსესუარს. ესეც უდიდეს შრომას მოითხოვს, თუმცა გულის გადასაყოლებლად მშვენიერია. თითქოს მათი კეთებისას ვწყნარდები. მაგრამ შემდეგ გადავედი ხატვაზე.

 

– თქვენი ნამუშევრებიდან მაინც რომელს გამოარჩევდით?

– ყველაზე მეტად მიყვარს ნახატი, რომელზედაც მთელი ცხოვრებაა წარმოდგენილი, სამი დრო – ბავშვობა, ახალგაზრდობა და სიბერე.

 

ეს ნამუშევარი კი დიდი სიყვარულით დაიბადა. მე და ჩემი შვილები ვართ ნახატზე. ასე ჩავიფიქრე.

 

 

– ჰობი…

– მიყვარს ქარგვა, კერვა, ხატვა და ყველა ხელსაქმე. ჯერჯერობით გამოფენები არ მაქვს. საბედნიეროდ, თითქმის ყველა ნახატი გაყიდულია.

– თქვენს დიდ ოჯახში თუ უყვართ ხელსაქმე?

– მყავს ოჯახი, სამი შვილი. ორი ბიჭი და ერთი გოგო. ჩემს გოგონასაც უყვარს ხელსაქმე.  აკეთებს ბისერებით სამკაულებს და ასევე ხატავს.

right_banner big_banner
არქივი