logo_geo
სოციალური ექსპერიმენტისთვის დაშორებული ტყუპების ისტორია და შემთხვევითი შეხვედრა წლების შემდეგ
- +

2 ოქტომბერი. 2021. 02:51

 

 

ეს სამი ტყუპი ერთმანეთს სოციალური ექსპერიმენტის გამო დააშორეს. რობერტ შაფრანი, ედი გალანდი და დევიდ კელმანი იზრდებოდნენ და ფიქრობდნენ, რომ საკუთარი მშობლების ერთადერთი შვილები იყვნენ – სანამ არ გაიგეს, თუ რა მოხდა სინამდვილეში.

 

ეს ისტორია უცნაური დამთხვევასავით დაიწყო, შემდეგ კი რაღაც უფრო უცნაურში გადაიზარდა. რობერტ შაფრანმა ნიუ-იორკის კოლეჯში ჩააბარა, სადაც სწავლის პირველ დღეს ბევრ ადამიანს შეხვდა, რომლებიც მას ეგებებოდნენ და ტაშს უკრავდნენ, კოცნიდნენ და ეხუტებოდნენ, ხოლო სახელად ედის უწოდებდნენ.

 

როდესაც ის თავისი ოთახის მეზობელს, მაიკლ დომიტცს შეხვდა, ყველაფერი ნათელი გახდა. როგორც აღმოჩნდა, მაიკლი ადრე ოთახში ედი გალანდთან ერთად ცხოვრობდა, ბიჭთან, რომელიც ზუსტად რობერტივით დადიოდა, საუბრობდა და იყურებოდა.

 

„მას იგივენაირი ღიმილი, თმა და სახის გამომეტყველება ჰქონდა – ეს მისი ორეული იყო“,- ამბობდა დომიტცი.

 

რაღაც დროის შემდეგ დაზუსტებით გაირკვა, რომ ეს ორი ადამიანი ძმები იყვნენ, რომლებიც დაბადებისთანავე დააშორეს ერთმანეთს. ისინი ორივე იშვილეს და ორივე 1961 წლის 12 ივლის ლონგ-აილენდში დაიბადნენ.

 

ამ უნიკალურმა ისტორიამ ადგილობრივი მედიის ყურადღება მიიპყრო. მას შემდეგ ყველაფერი კიდევ უფრო უცნაური გახდა. დროთა განმავლობაში, გამოჩნდა კიდევ ერთი ბიჭი, რომელიც მათ ძალიან ჰგავდა – დევიდ კელმანი ქვინსიდან. დაშორებული ტყუპები სინამდვილეში სამი ძმა იყო. ბიჭებმა ბევრი საერთო რამ აღმოაჩინეს. ისინი ერთი და იმავე მარკის სიგარეტს ეწეოდნენ, უყვარდათ იტალიური სამზარეულო და უფროსი ქალები იზიდავდათ.

 

მაგრამ, ისტორია კიდევ უფრო მეტად იყო ჩახლართული. ბიჭებმა აღმოაჩინეს, რომ ისინი განზრახ დააშორეს ერთმანეთს – ეს ექსპერიმენტი გახლდათ, რომელსაც ნიუ-იორკელი ფსიქიატრი ატარებდა – სახელად პიტერ ნოიბაუერი. ისინი არ იყვნენ ერთადერთი ტყუპები, ვინც ექიმის ყურადღების ქვეშ მოექცა. ნოიბაუერმა ათობით ახალშობილი ტყუპი დააშორა ერთმანეთს, დაანაწილა სხვადასხვა ოჯახში, რათა შემდეგში საცდელი ვირთხებივით შეესწავლა მათი აღზრდა. სინამდვილეში, თავიდან 4 ძმა იყო, მაგრამ ერთი დაბადებისთანავე დაიღუპა. დანარჩენი სამი გაშვილების პროგრამით სააგენტო Louise Wise Services-ში გააგზავნეს.

 

ექიმ ნოიბაუერს მაშინ ეწვია იდეა – შეესწავლა თეორია „ბუნება აღზრდის საწინააღმდეგოდ“. ბიჭების ახალი მშობლებისთვის არასდროს უთქვამთ, რომ ისინი დაშორებული ძმები იყვნენ. მათ მხოლოდ ის აცნობეს, რომ ბავშვები ცდის ქვეშ იმყოფებოდნენ და დაკვირვება უნდა გაეწიათ მათი განვითარებისთვის.

 

ეს ოჯახებიც არ შეურჩევიათ შემთხვევით. თითოეულ მათგანში, დაახლოებით, 2 წლის ასაკის ნაშვილები გოგონა ცხოვრობდა. ბიჭებს საგულდაგულოდ აკვირდებოდნენ მთელი ცხოვრების განმავლობაში. წელიწადში ერთხელ ყველა ოჯახს ბიჭები გამოკვლევაზე მიჰყავდა. ყველა ეტაპი მათი ცხოვრებიდან: პირველი სიტყვა, ნაბიჯები თუ ველოსიპედის ტარების შესწავლა – დოკუმენტურად იყო ასახული. გარდა ამისა, ისინი ინტერვიუს ართმევდნენ მათ მშობლებსა და უფროს დებს.

 

 

კლერ კელმანი, დევიდის დედინაცვალი ჰყვებოდა, რომ დევიდი, თითქოს, რაღაცას გრძნობდა ხოლმე.

 

„დევიდმა ძალიან ადრე დაიწყო საუბარი. მახსოვს, როგორ გაიღვიძა ერთხელ და თქვა: „მე მყავს ძმა“. მოგვიანებით გაირკვა, რომ ბიჭუნას შფოთვითი სიმპტომები გამოუვლინდა, რომელიც განშორებასთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ეს ყველაფერი წარსულ ცხოვრებაში მომხდარს ჰგავდა“.- იხსენებს კლერი.

 

რობერტი ამბობს, რომ მათი პირველი შეხვედრა სიურპრიზი იყო:

 

„ჩვენი პირველი შეხვედრა სრული სიურპრიზი იყო. როდესაც ერთმანეთს შევხვდით, დიდი სიხარული ვიგრძენი, რომელიც ადრე არასდროს მიგრძნია და ეს დიდხანს გრძელდებოდა“.

 

ძმები ერთსა და იმავე კურსზე გადავიდნენ და ცხოვრებაც ერთად დაიწყეს. მოგვიანებით, რობერტი მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს, ვინაიდან სახლის გაძარცვის შემდეგ, რომელშიც ის მონაწილეობას იღებდა, სასიკვდილოდ სცემეს 83 ქალი. მას გაუმართლა, ვინაიდან სასამართლომ დაადგინა, რომ მისი მონაწილეობა აღნიშნულს საქმეში ძალიან მცირე იყო. მას ხუთწლიანი საზოგადოებრივი სამუშაოები მიუსაჯეს შშმ ბავშვთა სახლში.

 

მოგვიანებით, ძმებმა სასადილო გახსნეს სახელად „Triplets“. ძმებს შორის დაძაბულობა იზრდებოდა. 33 წლის ასაკში დეპრესიაში მყოფმა ედიმ თავი მოიკლა. რობერტმა რესტორანი მიატოვა და ადვოკატურა ისწავლა, დევიდი კი სადაზღვეო აგენტი გახდა.

big_banner
არქივი