logo_geo
ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელიც ქალურ ბედნიერებას 40 წლის შემდეგ იპოვის
- +

7 ოქტომბერი. 2021. 16:45

 

ამბობენ, რომ ნამდვილი სიყვარულისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია და სიყვარული არასოდეს არის გვიან. იმავეს ამტკიცებენ ასტროლოგებიც და ასახელებენ ზოდიაქოს ნიშნებს, რომლებიც ნამდვილ სიყვარულს 40 წლის შემდეგ იპოვიან.

 

კირჩხიბებს, როგორც წესი, მშვიდი ოჯახური ცხოვრება იზიდავთ და ვარსკვლავები მზად არიან, ასეთი შესაძლებლობა შეუქმნან. კირჩხიბი ქალები შესანიშნავი დედები და დიასახლისები არიან. მათ შესანიშნავი შანსი აქვთ, რომ 40 წლის შემდეგ მორიელთან ან კუროსთან ბედნიერი მომავალი შექმნან.

 

ვერძებს სიჯიუტე საშუალებას აძლევს, არა მხოლოდ კარიერულ სიმაღლეებს მიაღწიონ, არამედ ბედნიერი ოჯახური ცხოვრება შეიქმნან. მათ ნებისმიერი მამაკაცის მოხიბვლა შეუძლიათ, მაგრამ ვარსკვლავები ურჩევენ, რომ ყურადღება ლომს ან ქალწულს მიაქციონ.

 

სასწორი, ადვილად შესაძლებელია, ახალგაზრდობაში ცხოვრების სიყვარულს ვერ შეხვდეს, მაგრამ დაახლოებით 40 წლის ასაკში აუცილებლად გაუმართლებთ. ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის ყველაზე შესაფერისი მერწყული და ქალწულია.

 

ლომები, ვერძების მსგავსად, სასურველს ყოველთვის აღწევენ. მათი დევიზია: ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ლომებისთვის ასაკის ზრდასთან ერთად საწინააღმდეგო სქესის მოზიდვის უნარი მხოლოდ იზრდება, ასე რომ, ლომი უსიყვარულოდ არც 40 წლის შემდეგ დარჩება. ვარსკვლავები ლომს ურჩევენ, ურთიერთობა მორიელებთან და მასავით ჯიუტ ვერძთან დაამყარონ.

 

კურო ოჯახური ცხოვრებისთვის არის შექმნილი. ის ადვილად პოულობს საჭირო მამაკაცს, რომელიც მზადაა, ხელისგულზე ატაროს. სიბერეში ამ ნიშნის წარმომადგენლები არა მხოლოდ მეუღლის, არამედ შვილებისა და შვილიშვილების სიყვარულით იქნებიან გარემოცული. მთავარია, ბედნიერი ოჯახური ცხოვრებისათვის კირჩხიბი ან მორიელი აირჩიონ.

 

https://digest.pia.ge/ka/news/socialuri-media/gaiget-rom-dedachemis-sheuratskhkophas-aravis-vapatieb---eva-barbakadze-nata-guliashvils-daupirispirda

 

 

big_banner
არქივი