logo_geo
„ჰარი პოტერის აკრძალული ტყე“: ინგლისში თემატური გასართობი პარკი გაიხსნა
- +

23 ოქტომბერი. 2021. 00:53

 

 

ახლა ჰარი პოტერის ნებისმიერ ფანატს შეუძლია მისი საყვარელი გმირის მსგავსად აღმოჩნდეს აკრძალულ ტყეში. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები ინგლისში გახსნილი იდუმალი ტყიდან.

 

ფილმში აკრძალული ტყე ჯადოქრებისა და მაგიის სკოლა „ჰოგვარდსს“ აკრავს გარს. აკრძალული კი იმის გამო დაერქვა, რომ მოწაფეებს იქ სიარული ეკრძალებოდათ უფროსი ჯადოქრების თანხლების გარეშე. სიფრთხილის ეს ზომა ზედმეტი სულაც არ არის − ტყეში ჯადოსნური არსებები ბინადრობდნენ, რომელთაგან ბევრი ფრიად საშიშია.

 

ამ აკრძალულ ტყეში ნებისმიერი იგრძნობს თავს ნამდვილ ჯადოქრად

 

პარკში მრავლადაა ჰარი პოტერის გადაღებისას გამოყენებული დეკორაციები

 

 

მათ შორისაა ჰიპოგრიფის ანიმატორული მოდელიც

 

 

„ჰარი პოტერის აკრძალული ტყის“ სტუმრები ჯადოსნური ჯოხების ძალას ცდიან

 

რეალობაში მხოლოდ აქ შეიძლება ნახოთ უიზლის ოჯახის მფრინავი ავტომობილის, Ford Anglia-ს მოდელი

 

 

სტუმრებისთვის არსებობს გასართობი პროგრამაც − სინათლის შოუს ელემენტებით

 

 

სინათლის ინსტალაცია ჰარი პოტერის დემენტორებთან ბრძოლის სცენას ასახავს

 

 

 

big_banner
არქივი