logo_geo
50 წლის დავით საგანელიძემ 20 წლის გოგო შეირთო
- +

23 ოქტომბერი. 2021. 01:46

 

 

დავით საგანელიძე დიდხანს ითვლებოდა სასურველ სასიძოდ და ამ სტატუსს 50 წლის ასაკში დაემშვიდობა, როცა 30 წლით უმცროსი გოგონა შეირთო, პროფესიით ფარმაცევტი სოფო ფარცხალაძე. საბოლოოდ მაინც ყველაფერი მოასწრო და ახლა ბედნიერი ქმარი და მამაა. წყვილი ორ ვაჟსა და ერთ გოგონას ზრდის.

 

 

ჟურნალ ,,სარკესთან” ინტერვიუში საგანელიძე რამდენიმე წლის წინ ამბობდა, რომ მას და მის მეუღლეს შორის ის ურთიერთობაა, რომელსაც ბევრს უსურვებს, თანაც სოფო გამორჩეულად კარგი დედა და ასეთივე კარგი მეუღლეა.

 

„ხანდახან ვხუმრობ ხოლმე, მგონია, რომ სოფო ჩემზე უფროსია–მეთქი. ზოგჯერ მიჯავრდება, ბავშვივით იქცევიო და მე ეს მომწონს. ბავშვივით მეც ყირაზე გადავდივარ. სულ ვამბობ, რომ ადამიანი იმ ასაკის ხარ, რამდენისაც შინაგანად გრძნობ თავს და არა იმდენის, რაც პასპორტში გიწერია“, – ამბობდა საგანელიძე.

 

მისი თქმით, მეუღლე ძირითადად სულ სახლშია ბავშვებთან და თუ ვინმესთვის ქმრისგან განებივრება მაღაზიებში და კლუბებში სიარულს ნიშნავს, ასე სოფოს ნამდვილად არ ანებივრებს.

 

„თუ ვიღაცისთვის ისაა განებივრება, რომ გყავს ოჯახი, ქმარი, მშობლები, შვილები, ოჯახში იდილია სუფევს, ამ მხრივ ძალიან განებივრებულია. მე არც ფინანსური საშუალება მაქვს, რომ როცა რა გაუხარდება, ის შევუსრულო. ამაში არაა ბედნიერება, სულ სხვა რაღაცებშია და მიხარია, რომ სოფოც იმაში ხედავს ბედნიერებას, რაშიც მე“, – ამბობს საგანელიძე.

 

საგანელიძე ერთ-ერთ იმ დაწესებულებაში მუშაობს, რომელშიც საქართველოს რეალობისთვის ძალიან მაღალი ხელფასებია – „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორია. საგანელიძის ჯამური ხელფასი 2020 წელს 212 ათას ლარზე მეტი იყო. დეკლარაციის მიხედვით, მისი ხელფასი წინა წელთან შედარებით შემცირებულია.

 

2019 წელს მან ფონდიდან 237 ათას ლარზე მეტი მიიღო. გასულ წელს მისი ყოველთვიური ხელფასი საშუალოდ 17,7 ათასი ლარი იყო. დავით საგანელიძე, დეკლარაციის მიხედვით, რამდენიმე ასეული ათასის ქონებას ფლობს. საგანელიძე ფონდის ხელმძღვანელად 2015 წლის ოქტომბერში დაინიშნა. ის ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე „ქართული ოცნების“ სიით პარლამენტის წევრი და 2018 წლამდე პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი იყო.

 

 

 

big_banner
არქივი