logo_geo
Amazon-ი ინტერნეტსატელიტების კოსმოსში გაშვებას 2022 წლის ბოლოსათვის გეგმავს
- +

6 ნოემბერი. 2021. 01:47

 

 

Amazon-ის განცხადებით, საკუთარი ინტერნეტსატელიტის, Project Kuiper-ის, კოსმოსში გაშვებას 2022 წლის ბოლოსათვის გეგმავს.

 

კომპანიამ შეავსო შეერთებული შტატების კომუნიკაციების კომისიის შესაბამისი ფორმა საკუთარი სატელიტების პროტოტიპების, KuiperSat-1-სა და KuiperSat-2-ის, ოპერირებისათვის ლიცენზიის მოსაპოვებლად. Amazon-ის ინფორმაციით, ინტერნეტის სატელიტები RS1 რაკეტის დახმარებით განთავსდება კოსმოსში.

 

Project Kuiper „ამაზონის“ ახალი გეგმის ნაწილია, რომლის მიხედვითაც კომპანიამ დედამიწის ორბიტაზე 3,236 სატელიტი უნდა განათავსოს, რათა მსოფლიოსათვის სწრაფ ინტერნეტზე წვდომა უზრუნველყოს.

 

 

 

big_banner
არქივი