logo_geo
კვლევა: არავაქცინირებულ პირებში კორონავირუსით გარდაცვალების რისკი 16-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე ვაქცინირებულ პირებში
- +

9 ნოემბერი. 2021. 12:37

 

 

არავაქცინირებულ პირებში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაყვანის ან კორონავირუსით გარდაცვალების რისკი 16-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე ვაქცინირებულ პირებში. აღნიშნულს ავსტრალიის ახალი სამხრეთ უელსის შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტის კვლევა ცხადყოფს.

 

კვლევის თანახმად, „დელტა“ ვარიანტის აფეთქების პერიოდში (ივნისი-ოქტომბერი) კორონავირუსით გარდაცვლილი 412 ადამიანიდან მხოლოდ 11% იყო სრულად ვაქცინირებული და მათი საშუალო ასაკი 82 წელს შეადგენდა.

 

გარდა ამისა, ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მოთავსებული ადამიანებიდან მხოლოდ 3% იყო სრულად ვაქცინირებული.

 

„იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც ვაქცინის ორი დოზა მიიღეს, ინფიცირების დაბალი მაჩვენებელი აღენიშნებოდათ და თითქმის არანაირი სერიოზული დაავადება არ ჰქონდათ, მაშინ როდესაც ამ ასაკობრივ ჯგუფში არავაქცინირებულები COVID-19-ის განვითარებისა და ჰოსპიტალიზაციის უფრო დიდი რისკის წინაშე იდგნენ“, - აღნიშნა ახალი სამხრეთ უელსის შტატის მთავარმა ექიმმა, კერი ჩანტმა.

 

 

 

big_banner
არქივი