logo_geo
ქალაქები, სადაც მიწისძვრა ხშირია
- +

14 ნოემბერი. 2021. 17:59

 

 

სპეციალისტების მტკიცებით, დედამიწაზე ყოველ ერთ წუთში, მინიმუმ, 2-3 მიწისძვრა ხდება.

 

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მიწისძვრა, რომლის ამპლიტუდა 8 ბალს აღემატება, დედამიწაზე წელიწადში ერთხელ ფიქსირდება. სპეციალური გეოლოგიური სამსახურები და კვლევითი ცენტრები   7-7.9  ბალის სიმძლავრის მიწისძვრას დედამიწაზე წლის განმავლობაში 10-ჯერ აფიქსირებენ. კიდევ უფრო ხშირია  6 – 6.9 ბალიანი მიწისძვრები – წელიწადში, მინიმუმ, 100 ასეთი  შემთხვევა. 5-5.9-ბალიანი მიწისძვრების რაოდენობა ყოველწლიურად 1000-ს აღემატება.

 

 

მსოფლიოს ყველაზე მოწყვლად ქალაქებს შორის, სადაც მიწისძვრა ყველაზე ხშირად ხდება, მექსიკის დედაქალაქი მეხიკო ლიდერობს. მე-20 საუკუნის განმავლობაში მექსიკის დედაქალაში 40 მიწისძვრა მოხდა, რომელთა სიმძლავრე 7 ბალს აღემატებოდა. 1985 წელს, თითქმის, 8-ბალიანმა მიწისძვრამ მეხიკოს 10 ათასი მცხოვრები იმსხვერპლა.

 

 

 

მიწისძვრების სიხშირით, მეორე ადგილზე ქალაქი კონსეპსიონია, რომელიც ჩილეში მდებარეობს. ჩილეს სიდიდით მეორე ქალაქში ყოველწლიურად, მინიმუმ, 5-6 სხვადასხვა სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგი ფიქსირდება. 1960 წელს 9.5 ბალის მიწისძვრამ ქალაქი, ფაქტობრივად, მიწასთან გაასწორა. 50 წლის შემდეგ ქალაქი 8-ბალიანმა მიწისძვრამ შეაზანზარა. ორი ათას ხუთასზე მეტი შენობა-ნაგებობა აღდგენას აღარ ექვემდებარებოდა.  სულ ქალაქს 7 დამანგრეველი მიწისძვრა აქვს გადატანილი.

 

 

 

საშიშია ცხოვრება ეკვადორის მთებში ჩაკარგულ ქალაქ ამბატოშიც. დედაქალაქ კიტოდან, დაახლოებით, 200 კილომეტრით დაშორებულ ამ ქალაქში ყველაზე მძლავრი, 8-ბალიანი მიწისძვრა 1949 წელს დაფიქსირდა. მსხვერპლმა 5000-ს კაცს გადააჭარბა. 7.2-ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა ამბატოში 2010 და 2014 წლებშიც.

 

 

 

საკმაოდ დიდი რისკის ქვეშ უწევთ ცხოვრება ლოს-ანჟელესის მოსახლეობას. მე-20 საუკუნის დასაწყისში (1906 წელს ერთხელ და 1914 წელს ორჯერ) ლოს-ანჟელესმა სამი 9, 6 და 7-ბალიანი მიწისძვრა გადაიტანა. დიდი რისკის მიუხედავად, „ანგელოზების ქალაქი“ კვლავაც ინარჩუნებს ამერიკის და მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი მიზუდულობის ცენტრის სტატუსს.

 

 

 

იაპონიის დედაქალაში მიწისძვრებისადმი იმუნიტეტი უკვე დიდი ხანია, გამოიმუშავეს. მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში, ტოკიო მიძისძვრამ არაერთხელ დაანგრია. 1923 წელს მომხდარი 9-ბალიანი მიწისძვრა ქალაქის ისტორიაში ყველაზე დიდ  და მასშტაბურ კატასტროფად არის მიჩნეული.  მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა ქალაქს 2011 წლის 9-ბალიანმა მიწისძვრამაც, რომელიც კუნძულ ხონსიუდან მოშორებით, ზღვაში დაფიქსირდა და 15 ათასი იაპონელის სიცოცხლე იმსხვერპლა.

 

 

 

რისკის ქვეშ უწევთ ცხოვრება ველინგტონის მცხოვრებლებსაც. მსოფლიოში ყველაზე მშვიდი და უსაფრთხო ქვეყნის, ახალი ზელანდიის დედაქალაქი სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს. წელიწადში ერთხელ  6-6.5 ბალიანი მიწისძვრა აქ ჩვეულებრივი ამბავია.

 

 

 

სებუ – სამხრეთ ფილიპინების ამ ქალაქში ყოველწლიურად 35 მიწისქვეშა ბიძგი ფიქსირდება. 5 და 6-ბალიანი მიწისძვრები აქ არც თუ იშვიათობაა. 2013 წელს 7.2-ბალიანმა მიწისძვრამ აქ 200 ადამიანი იმსხვერპლა.

 

 

 

დიდი რისკის ზონაა ირანის დედაქალაქი თეირანიც. სპეციალისტების შეფასებით, არსებობს რეალური საფრთხე იმისა, რომ  7-ბალიანმა მიწისვრამ ირანის დედაქალაქის 90%  გაანადგუროს.

 

 

 

ძლიერი მიწისძვრები არც  ჩინური ქალაქის, ჩენდოსთვის არის უცხო ხილი. 2013 წელს 7-ბალიანმა მიწისძვრამ ქალაქში და მის შემოგარენში  186 ათასი შენობა დააზიანა. 2 მილიონზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი