logo_geo
გალერეა „წითელი კვადრატი“ მხატვარ-სიურეალისტ კახა ესებუას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
- +

21 ნოემბერი. 2021. 18:51

 

 

გალერეა „წითელი კვადრატი“ მხატვარ-სიურეალისტ კახა ესებუას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს. კახა ესებუას პერსონალური გამოფენა თბილისში 20 ნოემბერს გაიხსნა. მისი ფერწერული ნამუშევრები გალერეაში 25 ნოემბრამდე დარჩება.

 

„სურეალიზმი არის სისხლის ჯგუფი. მიუხედავად უამრავი ინფორმაციისა და ილუსტრაციისა სურეალიზმის შესახებ, შეუძლებელია მისი სწავლა და სიურეალისტად ჩამოყალიბება.

ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ მხატვარს თანდაყოლილი ჰქონდეს განცდის ნიჭი, რაც განაპირობებს მისი, როგორც შემოქმედის განუმეორებელ ინდივიდუალობას. შედარებით მცირე დოზით ფსიქოანალიზი და გაცილებით გამოკვეთილი ფილოსოფიურ-პოეტური ერუდიცია და ინტელექტი“,- ასე გადმოსცემს ფერმწერი საკუთარ დამოკიდებულებას მისი შემოქმედებისადმი.

 

კახა ესებუა საგამოფენო სივრცეში ბოლო პერიოდის სხვადასხვა მასალითა და ტექნიკით შესრულებულ ნამუშევარს წარმოადგენს.

 

„გამოფენაზე წარვადგენ ბოლო პერიოდის განმავლობაში შექმნილ ნამუშევრებს.

21-ე საუკუნის მნახველს სურს გამოფენაზე იხილოს მხატვრის „პარადოქსულ ტვინში გატარებით“ შექმნილი დღევანდელი თანამედროვეობის ობიექტები. მთავარი ის კი არ არის რაც გააკეთე, არამედ მთავარი შენი, როგორც მხატვრის ინელექტუალური „ნააზრევია“. თანამედროვე ხელოვნება არის როგორც ლაბირინთი, სადაც თუ შეგიტყუეს, იქედან არ არსებობს გამოსავალი, იმიტომ, რომ თვითონ დღევანდელი სამყარო არის აბსურდული'',- ამბობს მხატვარი.

 

კახა ესებუას ნამუშევრების პერსონალური გამოფენები ჰქონდა 2000 წელს საქართველოს სახელმწიფო სურათების ეროვნულ გალერეაში (ცისფერი გალერეა), 2003 წელს „ბაია გალერეაში“ და 2016 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტოში. მხატვრის ნამუშევრები ინახება სხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციებში.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი