logo_geo
როცა საფრანგეთში „კოკა-კოლა“ გამოჩნდა…
- +

22 ნოემბერი. 2021. 14:52

 

 

ყველასათვის საყვარელი სასმელი „Coca-Cola“ 1886 წელს ფარმაცევტმა, ჯონ სტიტ პემბერტონმა დაამზადა. თავდაპირველად „Coca-Cola“-ს რეკლამირებას უწევდნენ, როგორც სასმელს, რომელიც თავის ტკივილს ხსნის. შესაბამისად, მისი გაყიდვა მხოლოდ აფთიაქებში იგეგმებოდა. სასმელს სახელი პემბერტონის ბუღალტერმა მოუგონა. მას თავისი კალიგრაფია ჰქონდა და ლამაზად გამოყვანილი ასოებით დაწერა სიტყვა „Coca-Cola“, რაც დღემდე კოკა-კოლას ლოგოტიპია. მისი უმთავრესი ინგრედიენტი იყო კოკას ფოთლები და მცენარე კოლა. თავიდან „Coca-Cola“-ს ყოველდღე, საშუალოდ, 9 ადამიანი ყიდულობდა. პირველი წლის ზარალი სულ 20 დოლარი აღმოჩნდა. თანდათან სასმელი პოპულარული გახდა. 1888 წელს პემბერტონმა ბრენდი $2 300-ად მიჰყიდა გრიგს კანდლერს, რომელმაც ატლანტაში 1892 წელს კომპანია „Coca-Cola“ დააარსა.

 

„გემრიელი! გამაგრილებელი! ამაღელვებელი! გამაცოცხლებელი!“ – ასეთი გახლდათ ბრენდის პირველი სარეკლამო ტექსტი. 1895 წლისთვის „Coca-Cola“ ძალიან პოპულარული გახდა და მისი გაყიდვა აშშ-ის ყველა შტატში დაიწყეს.

 

საფრანგეთში „კოკა-კოლა“ პირველად 1919 წელს გამოჩნდა, თუმცა დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა. სასმლის აქტიური მოხმარება 1950-იან წლებში დაიწყო, როდესაც კომპანიამ გადაწყვიტა, საფრანგეთში გაყიდვები გაეზარდა.  „კოკა-კოლის“ მარკეტინგული კამპანიისთვის ფოტოების გადაღება ჟურნალ „LIFE“-ის ფოტოგრაფს, მარკ კაუფმანს დაევალა, რომელმაც ადამიანების პირველი ემოციები აღბეჭდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი