logo_geo
ცის ტაძარი – როგორია პეკინის ერთ-ერთი „სავიზიტო ბარათის“ ისტორია
- +

23 ნოემბერი. 2021. 18:00

 

ეს ძვირფასი ტაძარი და პარკის კომპლექსი პეკინის სიმბოლოა. ის მეორე ყველაზე პოპულარული ადგილია ქალაქში. ტაძარი 1406 წელს მინის იმპერატორ იონგ ლის ბრძანებით აშენდა. „ცის ტაძრის“ განლაგება და არქიტექტურა სავსეა უძველესი სიმბოლოებით, რომლებიც წარმოადგენენ სამოთხეს – ლურჯი, მრგვალი გუმბათითა და დედამიწას – როგორც საცხოვრისს, ოთხკუთხედ სიბრტყედ.

 

შენობის ცენტრალური ნაწილი მლოცველთა დარბაზისა და საიმპერატორო დარბაზისგან შედგება. მას მრგვალი, ლურჯად მოჭიქული კრამიტის სახურავი და წითელი, მოელვარე კედლები აქვს. მისი სტრუქტურა ფოლადის, ცემენტისა და ლურსმნების  გამოყენების გარეშე აიგო.

 

სახალხოდ 1912 წელს გაიხსნა და მას შემდეგ ტურისტების რიცხვი მუდმივად მატულობს. ადგილობრივებისათვის ტაძრის გარშემო მდებარე პარკი დასვენების, განტვირთვისა და ფრანის გაშვებისთვის საუკეთესო ადგილია.

 

ტაძარს იდეალური გეომეტრიული წყობა აქვს. მასზე გამოსახულია უძველესი სიმბოლოები, რაც ტაძარს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს.

 

 

ძირითადი სტრუქტურები – მლოცველთა დარბაზი, საიმპერატორო დარბაზი, ცათა საკურთხეველი – ტაძრის ცენტრალურ ჩრდილო-სამხრეთის ღერძზეა მოთავსებული.

 

ლურჯად მოჭიქული სახურავი წარმოადგენს ცის ფერს (სამოთხეს).

 

 

 

მინის და ცინის იმპერატორების ხანაში (1368 – 1911) სამოთხის ტაძარი საკულტო მნიშვნელობის იყო. როდესაც იმპერატორმა, იონგ ლიმ ბრძანა „აკრძალული ქალაქის“ , როგორც სამეფო რეზიდენციის აშენება, მან, ასევე, დაუკვეთა „ღმერთების სახლის“ პეკინის სამხრეთ ნაწილში აგებაც.

 

ტაძარი ოთხჯერ უფრო დიდია, ვიდრე „აკრძალული ქალაქი“.

 

 

როგორც ღმერთების ძე, იმპერატორი ვერ გაბედავდა, აეშენებინა იმაზე ბრწყინვალე სასახლე, ვიდრე მის ღვთაებრივ მამებს ჰქონდათ. თავდაპირველად, მას „ზეცისა და დედამიწის ტაძარი“ ეწოდა. შემდეგ, იმპერატორ იაჯინგის (1521-1527 წწ.) დროს სახელი გადაერქვა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი