logo_geo
„ცის ბიჭები“ – მამაცი ადამიანები, რომლებმაც „Empire State Building“ ააგეს (1930-1931 წლები)
- +

23 ნოემბერი. 2021. 18:49

 

 

 

„Empire State Building“ - 102-სართულიანი თანამედროვე არტ-დეკო სტილის შენობა ნიუ-იორკ სიტიში, დაპროექტებული „შრივ, ლემბ ენდ ჰარმონ ასოშიეტს“ მიერ და აშენებული 1931 წელს. ცათამბჯენს სახელი ნიუ-იორკის შტატის მეტსახელის გამო დაერქვა და დღემდე ყველაზე მაღალ შენობად რჩება ქალაქ ნიუ-იორკში.

 

სამოქალაქო ინჟინერთა ამერიკულმა საზოგადოებამ შენობა მსოფლიოს ერთ-ერთ თანამედროვე შვიდ საოცრებათაგან შერაცხა. შენობა ასევე ეკუთვნის უდიდეს ცათამბჯენთა მსოფლიოს ფედერაციას.

 

ემპაირ სტეიტ ბილდინგის მშენებლობა დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობდა მსოფლიოში უდიდესი შენობის ტიტულის კრაისლერ ბილდინგისთვის წასართმევად. ის რჩებოდა მსოფლიოს უმაღლეს ცათამბჯენად რეკორდულად დიდი ხნის – 41 წლის განმავლობაში (ხოლო მსოფლიოში ადამიანის შექმნილ უმაღლეს  ნაგებობად 23 წლის განმავლობაში), მსოფლიო სავაჭრო ცენტრისა და მცირე ხნის შემდეგ, სირს ტაუერის მშენებლობის დასრულებამდე. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, ემპაირ სტეიტ ბილდინგი ნიუ-იორკში კვლავ უმაღლესი, ხოლო აშშ-ში სიმაღლით მე-2 შენობა გახდა.

 

შენობის გამორჩეული არტ-დეკო ქიმი, თავდაპირველი დიზაინით, დირიჟაბლთა დეპო უნდა ყოფილიყო, თუმცა რამდენიმე მცდელობის შემდეგ იდეა არაპრაქტიკული და საშიში გამოდგა, შენობის სიდიდით გამოწვეული მქროლი ქარების გამო.

 

ემპაირ სტეიტ ბილდინგი 381 მეტრი სიმაღლისაა 102-ე სართულის ბოლოს, ხოლო ნაგებობის სრული სიმაღლე 448 მეტრს აღწევს. შენობა ოფიციალურად გაიხსნა 1931 წლის 1 მაისს, თუმცა მასში ოფისების მნიშვნელოვანი წილი გაუქირავებელი დარჩა 1940-იანებამდე. შენობას სახელი სწორედ ამ დაუსახლებელი სტატუსის გამო დაერქვა. შენობის ქიმზე დამაგრებული დიდი სატელევიზიო ანტენა დამატებულ იქნა 1950-იანებში.

 

სახალხო ობსერვატორია შენობის თავზე ქალაქის შესანიშნავ ხედს შლის და ტურისტებისთვის ძალზედ პოპულარული ადგილია. შენობის თავი ღამით ილუმინირებულია სეზონისთვის შესაფერისი სხვადასხვა ფერის განათებით. მაგ. ფრენკ სინატრას გარდაცვალების შემდეგ შენობა ლურჯი სინათლით „შეიმოსა“ მომღერლის მეტსახელის „Ol’ Blue Eyes“ ნიშნად.

 

მსოფლიო სავაჭრო ცენტრის განადგურების შემდეგ რამდენიმე თვე განათება წითელ, თეთრ და ლურჯ ფერებში იყო, შემდეგ კი, ისევ ჩვეულ სეზონურ ფერებს დაუბრუნდა.

 

შენობა, დაახლოებით, 330.000 მეტრულ ტონას იწონის. მას 6 500 ფანჯარა, 73 ლიფტი და 1 860 საფეხური აქვს. მისი სრული ფართია 204.385 მ2.

 

შენობის ადგილზე ადრე განთქმული ვალდროფის სასტუმრო მდებარეობდა, სადაც პერიოდულად კლუბი „The Four Hundred“ (მე-19 საუკუნის ნიუ-იორკის სოციალური ელიტა) წევრები იკრიბებოდნენ.

 

ახლა კი წარმოგიდგენთ იმ მამაც, გაბედულ ადამიანებს, რომლებმაც ეს საოცარი ქმნილება ააგეს, უზარმაზარი მონდომებისა და შეუჩერებელი შრომის შედეგად.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი