logo_geo
ალექსანდრე მაკედონელის სამი სურვილი
- +

28 ნოემბერი. 2016. 21:09



გარდაცვალებამდე ალექსანდრე მაკედონელმა არმიის მთავარსარდალს 3 სურვილი გაანდო:


1. მსურს ჩემი სასვენებელი ხელით წაიღონ მთელი ქვეყნის ყველაზე სახელგანთქმულმა მკურნალებმა.


2. მინდა, გზაზე სადაც ჩემს უსიცოცხლო გვამს გაატარებენ, უთვალავი ძვირფასი ქვა და ოქროს ზოდი მიმოფანტონ.


3. მსურს, სასვენებლიდან ჩემი ხელები მოჩანდეს.


გაკვირვებულმა მთავარსარდალმა მბრძანებელს სთხოვა აეხსნა, თუ რატომ ისურვა მან ამ სურვილების შესრულება.


მან უპასუხა:


1. მსურს საუკეთესო ექიმებმა წაიღონ ჩემი სასვენებელი, რადგან მთელმა ქვეყანამ დაინახოს, რომ სიკვდილის წინაშე ყველაზე კარგი ექიმებიც კი უძლურნი არიან.


2. მინდა ჩემი სიმდიდრე ძირს მიმოფანტოთ, რათა ყველამ დაინახოს, რომ ყველაფერი, რასაც ამქვეყნად ვიძენთ, აქვე რჩება.


3.მსურს მთელი ქვეყანა ხედავდეს ჩემს ხელებს, რადგან ყველამ გაიაზროს, რომ მთელი ქვეყნის მბრძანებელიც კი იმ ქვეყნად ცარიელი წავიდა.


 

წყარო: http://4motivi.com/

 

 

big_banner
არქივი