logo_geo
მთაჩი ჩამოვიდა
- +

27 ნოემბერი. 2021. 21:46

 

 

ამბავი, რომელიც დღეს უნდა გიამბოთ, არის ახალგაზრდა კაცზე, რომელმაც გადაწყვიტა, მთის ნატურალური პროდუქტით, ხელოვნურ პირობებში წარმოებული ქარხნული პროდუქციის ერთი სეგმენტი მაინც ჩაენაცვლებინა და არაბუნებრივი, ქიმიური დანამატებით სავსე სასმლის ნაცვლად, ადამიანებისთვის ნატურალური, ბუნებრივი სასმელი შეეთავაზებინა. საუბარია ჩაიზე, რომლითაც ბევრი ჩვენგანის დილა იწყება.

 

მოკლედ, თუ ქართული, ნატურალური პროდუქტი გიყვართ, შესაძლოა, ჩაი „მთაჩიც“ გაგისინჯავთ. „მთაჩი“, დაახლოებით, 2 წელია, რაც ქართულ ბაზარზე გამოჩნდა. ეს წამოწყება თემო მაისურაძეს ეკუთვნის, რომელმაც ძალიან განსხვავებული სფეროდან თანდათანობით გადაინაცვლა მეწარმეობაში.  მოგზაურობის  და თავგადასავლები მოყვარულმა  ტურიზმის სფეროში გადაინაცვლა. სწორედ ამ სფერომ აღმოაჩენინა ყაზბეგი, მხარე, რომელშიც შემდგომში ბინა დაიდო.

 

იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ყაზბეგში მხოლოდ ტურისტული ინფრასტრუქტურა და სასტუმროებია, გაუჩნდა იდეა, გაეკეთებინა რაღაც ახალი, რითიც ამ რეგიონს წარმოაჩენდა. მართალია, პანდემიის პერიოდი დაემთხვა, თუმცა 2019 წელს საქმე მაინც დაიწყო.

 

რატომ „მთაჩი“?

 

„მოხევეები საკუთარ დიალექტზე საუბრობენ. ნებისმიერ სიტყვას, რომელიც „ში“-ზე მთავრდება, მოხევეები „ჩი“-ზე ამთავრებენ.  რადგანაც ჩაი მთაში და ალპურ ველებზე იკრიფება,  გადავწყვიტე, ადგილობრივი დიალექტის გათვალისწინებით, „მთაჩი“ დამერქმია,“ – ამბობს თემო.

 

მთაჩის ღირსებებისა რომ ის ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა, ქართული და ტრადიციულია, პირველ რიგში ის გემრიელი ჩაია.

 

როცა თემო სახეობებს არჩევდა, ყველაზე ოპტიმალურ 3 ვარიანტზე შეჯერდა: ბეგქონდარაზე, ბალახეულ ნაკრებსა და ყვავილოვან ნაკრებზე. სამივე მათგანი, ჯამში, ჩაის შვიდი სახეობის ბალახისგან მზადდება.

 

 

 

big_banner
არქივი