logo_geo
მსოფლიოში ყველაზე ვიწრო სანაოსნო არხი, რომლის აგებაც ჩვენს წელთაღრიცხვამდეც სურდათ
- +

24 დეკემბერი. 2021. 02:59

 

 

კორინთის არხი, რომელიც ეგეოსის ზღვას იონიის ზღვასთან აკავშირებს, მსოფლიოში ყველაზე ვიწრო სანაოსნო არხად არის აღიარებული.

 

არხის მშენებლობა ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-7 საუკუნეში დაიწყეს. ამ არხის საშუალებით, მანძილი ეგეოსის ზღვიდან იონიის ზღვამდე, თითქმის, 400 კილომეტრით მცირდებოდა. იდეის რეალიზება კორინთოს მმართველმა, პერიანდმა გადაწყვიტა და დაიწყო კიდეც მშენებლობა, თუმცა იმის შიშით, რომ ზღვის დონეები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა, გაჩნდა საფრთხე, რომ არხის მიმდებარე ტერიტორია წყლის ქვეშ აღმოჩნდებოდა. შესაბამისად,  პერიანდე იძულებული გახდა განზრახვაზე ხელი აეღო.

 

მოგვიანებით, პერიადნეს დაწყებული საქმის გაგრძელება იულიუს კეისარმა, ნერონმა, კალიგულამ და ბიზანტიის იმპერატორებმა სცადეს, თუმცა, სხვადასხვა მიზეზის გამო, მათაც არაფერი გამოუვიდათ. ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში ჩაფიქრებული განზრახვის სისრულეში მოყვანა მხოლოდ მე-19 საუკუნეში მოხერხდა.

 

12-წლიანი მშენებლობის შედეგად 6 კილომეტრის სიგრძის არხი  1893 წლის აგვისტოში დიდი ზარზეიმით გაიხსნა. არხის სიგანე 21 მეტრია და  ყოველწლიურად  მასში 15 ათასზე მეტი მცურავი საშუალება გადაადგილდება.

 

 

 

 

big_banner
არქივი