logo_geo
ამსტერდამი 1890-1900 წლებში – ჰენდრიკ ბრაინტერის ფოტოები
- +

25 დეკემბერი. 2021. 23:28

 

 

1890-იანი წლებიდან მოყოლებული, ცნობილი ჰოლანდიელი იმპრესიონისტი მხატვარი, ჯორჯ ჰენდრიკ ბრაიტნერი საკუთარი კამერით ამსტერდამის ქუჩების ყოველდღიურობას იღებდა. მე-19 საუკუნის ბოლოს ამსტერდამი აყვავდა და მოსახლეობა გაიზარდა. ამ განვითარების ძირითადი ფაქტორი ინდუსტრიული რევოლუცია იყო, რამაც ეკონომიკური წინსვლა განაპირობა. ამ პერიოდს ხშირად ამსტერდამის მეორე ოქროს ხანასაც უწოდებენ.

 

 

ნიდერლანდების უდიდესი და უმთავრესი ქალაქი, განლაგებულია ჩრდილო ჰოლანდიის მხარეში, ქვეყნის დასავლეთით. ქალაქის მოსახლეობა 2018 წლის 31 მაისის მონაცემებით, 859 732 ადამიანის შეადგენდა. სახელი ამსტელ დამი-დან (Amstel dam) მოდის და ქალაქის წარმოშობაზე მიუთითებს, ანუ დამბა მდინარე ამსტელზე. ქალაქი XII საუკუნეში მეთევზეთა პატარა სოფლის სახით დასახლდა, დიდებას კი, ჰოლანდიის ოქროს ხანაში მიაღწია, სავაჭრო საქმეში თავისი ინოვაციური მიღწევების წყალობით.

 

ამსტერდამი ნიდერლანდების ფინანსური და კულტურული ცენტრია. უამრავ ჰოლანდიურ კომპანიას და მსოფლიოს მოწინავე 500 კომპანიიდან 7-ს ქალაქში სათავო ოფისები აქვს განთავსებული, მათ შორის, Philips-სა და ING-ს. ამსტერდამის საფონდო ბირჟა ქალაქის ცენტრშია განლაგებული.

 

ამსტერდამის ყველაზე ცნობილი სანახაობებია: „Rijksmuseum-ის“ მუზეუმი, ვან გოგის მუზეუმი, ანა ფრანკის სახლი, წითელი ლამპიონების უბანი და კანაფის მაღაზიები, რომლებიც მსოფლიოდან ყოველწლიურად, საშუალოდ, 4,2 მლნ დამთვალიერებელს იზიდავს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი