logo_geo
ლონდონის საბუნებისმეტყველო მუზეუმმა წელს 522 ახალი ბიოლოგიური სახეობა დაარეგისტრირა
- +

31 დეკემბერი. 2021. 02:32

 

ლონდონის საბუნებისმეტყველო მუზეუმის მეცნიერება წელს 522 ახალი ბიოლოგიური სახეობა აღწერეს, მათ შორის როგორც გადაშენებული, ასევე პლანეტაზე დღეს მობინადრე არსებები არიან. ინფორმაცია ამის შესახებ მუზეუმის ვებგვერდზე ვრცელდება.

 

ახალ სახეობებს შორის 6 დინოზავრია, მათ შორის მტაცებლები Ceratosuchops inferodios და Riparovenator milnerae, რომელთა ნეშტებიც ინგლისში, კუნძულ უაითზე აღმოაჩინეს.

 

291 ახალი სახეობა ნიჩაბფეხიანებს მიეკუთვნება. ეს პატარა არსებები, რომელთა ზომაც 10 მილიმეტრს არ აღემატება გარეგნულად კრევეტებს ჰგვანან და წყალში ბინადრობენ. ასევე ახალ სახეობებს შორის 90 ხოჭო, 52 კრაზანა, 13 კოღოს მატლი, 7 კიბორჩხალა და 6 ბუზია.

 

 

big_banner
არქივი