logo_geo
ასტროლოგები 2022 წლის იანვრის საფრთხეებზე საუბრობენ
- +

4 იანვარი. 2022. 13:48

 

 

2022, ცისფერი ვეფხვის წელი წარმტაცი და სიურპრიზებით სავსე იქნება, თუმცა, ოფიციალურად მხოლოდ ერთ თვეში დადგება. „ნამდვილი ახალი წელი“ ასტროლოგიურად თებერვლის დასაწყისში დადგება, ამიტომ ეს თვე ჯერ კიდევ შარშანდელი სიმბოლოს, მეტალის ხარის განკარგულებაში რჩება. მას კი შეუძლია, ბოლო მომენტში „წიხლი ამოარტყას“.

 

ასტროლოგების თქმით, იანვრის ბოლომდე უსიამოვნებების რისკი, მათ შორის ფატალური შემთხვევებისაც კი, ძალიან მაღალია, ამიტომ მაქსიმალური სიფრთხილე და ყურადღებაა საჭირო.

 

ისინი ამბობენ, რომ ეს ურთიერთობებისა და სიტუაციების გამწვავების პერიოდია. არის რისკი, არახელსაყრელი ვითარების მძევალი გახდეთ და ჯანმრთელობაც კი დაკარგოთ.

 

„აუცილებელია, ყურადღება საკუთარ ჯანმრთელობად მიაქციოთ. მაქსიმალურად დაიცავით თავი“, - ამბობენ ასტროლოგები.

 

მათი თქმით, განსაკუთრებული სიფრთხილე ტრანსპორტთან დაკავშირებულ ყველა საკითხში უნდა გამოავლინოთ, რადგან ამ სფეროში ასტროპროგნოზი დამაიმედებელი არ არის.

 

„ამ თვეში ბევრი ავტო და ავიაკატასტროფაა მოსალოდნელი“, - ამბობენ სპეციალისტები.

 

ასტროლოგები ამბობენ, რომ დაძაბულობა სამყაროში 2 თებერვლამდე შენარჩუნდება, შემდეგ კი სიტუაცია დამშვიდდება და ყველა შვებას იგრძნობს.

 

 

big_banner
არქივი