logo_geo
განსაკუთრებული თარიღი: ყველაზე იღბლიანი დღე 2022 წელს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის
- +

5 იანვარი. 2022. 11:11

 

2022 წელს ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს ექნება თავისი განსაკუთრებული დღე, როცა აბსოლუტურად ყველაფერს შეძლებთ. მოგიყვებით, რომელ დღეებში უნდა ეძებოთ სიყვარული, აღმოაჩინოთ ახალი ნიჭი საკუთარ თავში ან დაიწყოთ ცხოვრება ნულიდან.

 

ვერძი

ყველაზე იღბლიანი დღე: 2022 წლის 18 აგვისტო

იღბლიანი პლანეტა იუპიტერი 10 მაისიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით ვერძის ზოდიაქოში გადადის. ეს არის გარდამავალი პერიოდი, რომელიც მხოლოდ 12 წელიწადში ერთხელ ხდება, ამიტომ ამ დროს ჰორიზონტების გაფართოებაზე და ახალ შესაძლებლობებზე ფიქრი ღირს. ამ პერიოდის ერთ-ერთი მწვერვალი 18 აგვისტოა, როდესაც იუპიტერი ვენერასთან ჰარმონიულ ტრიგონს ჰქმნის. რომანტიკის, ვნებისა და შემოქმედების სფერო განსაკუთრებით დაწინაურებული იქნება, ამიტომ კარგი დროა სიყვარულისა და რომანტიკული შეხვედრისთვის.

 

კურო

ყველაზე იღბლიანი დღე: 2022 წლის 13 მაისი

კურო წელს მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციისთვის უნდა მოემზადოს. ჩრდილოეთის კვანძი 18 იანვარს გადავა ამ ნიშანსი - ესაა მოვლენა, რომელიც თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში აღარ განმეორდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მომდევნო რამდენიმე წელიწადი საკუთარი თავის ძიებისა და ახალი უნარების აღმოჩენისთვის შესანიშნავი პერიოდი იქნება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 13 მაისი, როდესაც თქვენს ნიშანში მზე ჩრდილოეთ კვანძს დაემთხვევა.

 

ტყუპი

ყველაზე იღბლიანი დღე: 2022 წლის 30 მაისი

2022 წელს ტყუპებს ეძლევათ შანსი, სრულად აითვისონ საკუთარი თავის ახალი ვერსია. 30 მაისი არის ახალი მთვარე და ის მოგიტანთ წლის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შესაძლებლობას თქვენი ჭეშმარიტი სურვილების გასაგებად და ოცნებების რეალობად გადასაქცევად. მთვარე აკავშირებს იუპიტერსა და მარსს, მოაქვს იღბალი და მოტივაცია პირადი მიზნების მისაღწევად.

 

კირჩხიბი

ყველაზე იღბლიანი დღე: 2022 წლის 17 ივლისი

17 ივლისს კირჩხიბში მზე და მერკური ერთიანდებიან და ერთად ნეპტუნის ბედნიერ ტრიპს ჰქმნინ, რაც ამ დღეს შესანიშნავ დროდ აქცევს სულიერი თვითშემეცნების, შემოქმედებითი პროექტებისთვის და წარმატებისთვის. ეს ასევე შესანიშნავი დღეა კარიერული წინსვლისა და სანაცნობო წრის გაფართოებისთვის. გარდა ამისა, ამ დღეს ვენერაც შემოვა კირჩხიბში, რომელიც თქვენს ცხოვრებაში სილამაზის, სიყვარულისა და ფუფუნების თვეს დაიწყებს.

 

ლომი

ყველაზე იღბლიანი დღე: 2022 წლის 31 ივლისი

ზაფხულის თვეები ლომისთვის შესანიშნავი დროა, მაგრამ 31 ივლისს მას კიდევ უფრო მეტი ვნება და კრეატიულობა ელის. იუპიტერი სიხარულისა და რომანტიკის მეხუთე სახლს გაანათებს. ამ დღეს ლომის მმართველი პლანეტა - მზე იუპიტერთან ხელსაყრელ ტრინას აყალიბებს. დროა მიჰყვეთ თქვენს გულს, გაითვალისწინოთ ის, რაც შთაგაგონებთ და შეიყვაროთ საკუთარი თავი. ეს ასევე განსაკუთრებით კარგი დროა, რომ მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელოთ.

 

ქალწული

ყველაზე იღბლიანი დღე: 2022 წლის 16 თებერვალი

ვენერა რეტროგრადულად გადადის თებერვალში. ქალწულები გადააფასებენ ყველა ძველ ურთიერთობას და მიხვდებიან, რა არის მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და სასარგებლო. 16 თებერვალს კი სიყვარულის ახალი ციკლი დაიწყება. ვენერა და მარსი გაერთიანდებიან და ახალ რომანტიკულ კავშირებს მიიზიდავენ.

 

სასწორი

ყველაზე იღბლიანი დღე: 2022 წლის 22 ოქტომბერი

სასწორის მმართველი პლანეტა, ვენერა დროის უმეტეს ნაწილს სწორედ ამ ნიშანში გაატარებს. ეს თვე კი საუკეთესო იქნება. სასწორს სეზონის 22 ოქტომბერს ვარსკვლავები კიდევ ერთ სასიამოვნო სიურპრიზს მოუტანს: ვენერა და მზე გაერთიანდება და რომანტიკულ ურთიერთობებში მნიშვნელოვან და პოზიტიურ ცვლილებებს მოგიტანთ.

 

მორიელი

ყველაზე იღბლიანი დღე: 2022 წლის 15 ნოემბერი

მორიელის დაბადების თვე კიდევ უფრო საინტერესო იქნება, რადგან ვენერა თვის უმეტესი ნაწილი ამ ნიშანში იქნება. იუპიტერმა კი ხელი უნდა შეუწყოს რომანტიკულ ურთიერთობებს. ეს ორი პლანეტა 15 ნოემბერს მორიელს დამატებით წარმატებებს მოუტანს ცხოვრებასა და სიყვარულში. აღმოაჩენთ, რომ სიყვარულისა და გაცნობის საკითხები ჩვეულებრივზე ბევრად უფრო ადვილია, ამიტომ გამოიყენეთ ეს ხელსაყრელი კოსმოსური პერიოდი თქვენს სასარგებლოდ და ნუ შეგეშინდებათ ურთიერთობების.

 

მშვილდოსანი

ყველაზე იღბლიანი დღე: 2022 წლის 23 ნოემბერი

23 ნოემბერს ახალი მთვარე იქნება წლის ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობა სურვილების ასრულებისა და ახალი, საინტერესო თავგადასავლების დასაწყებად. ვენერა და მერკური მშვილდოსანს ახალ პერსპექტივებს გაუხსნიან სამუშაო პროექტებსა თუ ურთიერთობებში. მზე და მთვარე ასევე ჰარმონიულად დაუკავშირდებიან იუპიტერს, მშვილდოსნის მმართველ პლანეტას, რაც კიდევ უფრო მეტ იღბალსა და მაგიას მოგიტანთ.

 

თხის რქა

ყველაზე იღბლიანი დღე: 2022 წლის 8 იანვარი

სიყვარულის პლანეტა, ვენერა რეტროგრადულია. თხის რქები ამ პერიოდში ღირებულებების გადაფასებისა და პრიორიტეტების დალაგებით დაკავდებიან. მათ ცხოვრებაში განსაკუთრებით კარგი პერიოდი 8 იანვარს იქნება, როდესაც მზე და ვენერა ერთმანეთს თქვენს ნიშანში დაემთხვევა. ეს დღე დამატებით თავდაჯერებულობას, რომანტიკულ შესაძლებლობებს და გარკვეულ სიცხადეს გაძლევთ იმის შესახებ, თუ რა გინდათ სიყვარულისგან.

 

მერწყული

ყველაზე იღბლიანი დღე: 2022 წლის 6 მარტი

6 მარტს ვენერა მარსს უერთდება და ამ პერიოდში მერწყულები ფრთხილად უნდა იყვნენ - სიყვარულისა და ვნების სრულიად ახალ ციკლში გადადიან. სიყვარულისა და ვნების პლანეტებს შორის კავშირის ასპექტი თქვენს ნიშანში კიდევ ორი ​​წელი აღარ განმეორდება, ამიტომაც გამოიყენეთ ეს დრო მაქსიმალურად ურთიერთობებისთვისა და შემოქმედებითობისთვის. კარგი პერიოდია გრძელვადიანი ურთიერთობის დასაწყებად.

 

თევზები

ყველაზე იღბლიანი დღე: 2022 წლის 12 აპრილი

2022 წელი თევზების ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური იქნება. „განსაკუთრებული კოსმოსური კავშირი“ 12 აპრილს უნდა მოხდეს, როდესაც იუპიტერი ნეპტუნს უერთდება. ეს ბრწყინვალე განლაგება გაზრდის თქვენს კრეატიულობას, გაავრცელებს ახალ ინსპირაციულ იდეებს, გახსნის თქვენს გლამურულ მხარეს და სულიერ გამოღვიძებას გამოიწვევს. ეს განპირობებულია იმით, რომ აღნიშნული ორი პლანეტა თევზებში 150 წელზე მეტია ერთად არ ყოფილა, ამიტომ გამოიყენეთ 12 აპრილის შესაძლებლობა.

 

 

big_banner
არქივი