logo_geo
წყალი ჩიას თესლით ბრტყელი მუცლისთვის - როგორ მოქმედებს პოპულარული მეთოდი
- +

5 იანვარი. 2022. 12:46

 

ჩიას თესლს უკვე დიდი ხანია სუპერპროდუქტის სტატუსი მიენიჭა და მას ძალიან ხშირად იყენებენ სხვადასხვა პროდუქტსა თუ სასმელში. ბოლო დროს არა მხოლოდ ჯანსაღი კვების მიმდევრები აქცევენ ჩიას თესლს განსაკუთრებულ ყურადღებას, არამედ ისინი, ვინც წონაში კლებას ცდილობენ. წყალში დამატებული ჩია კი სისავსისა და დანაყრების შეგრძნებას გვაძლევს. უფრო ზუსტად: ჩიას თესლი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ცილებით, ბოჭკოებით, ვიტამინებითა და მინერალებით. ამ მარცვლების კვებითი შემადგენლობა ხელს უწყობს კვების დაბალანსებას და მეტაბოლიზმის დაჩქარებას. მაგრამ, რაც მთავარია, ჩია შთანთქავს უამრავ სითხეს და ავსებს კუჭს, ხელს უწყობს მადის დაქვეითებს. გარდა ამისა, ჩიას თესლიანი წყალი არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს, რაც ხელს უწყობს ტკბილეულის ან სხვა არაჯანსაღი საკვებისადმი სურვილის შემცირებას.

 

რეცეპტი

ეს მარტივი სასმელი მზადდება ნახევარი სუფრის კოვზი ჩიას თესლის და 200 მლ ცივი წყლის შერევით. ნარევი მაცივარში მინიმუმ ერთი საათით უნდა დარჩეს, რომ თესლი აფუვდეს. მიღებული მასა შეგიძლიათ გააზავოთ ერთ ლიტრ წყალში. წყალს კი არომატისთვის დაუმატოთ ლიმონის, ფორთოხლის ან კიტრის ნაჭრები. უმჯობესია, თუ წყალს დღის განმავლობაში დალევთ, მეორე დღისთვის კი თავიდან გააკეთებთ.

 

 

big_banner
არქივი