logo_geo
ჯორჯ კობი, იგივე გიორგი კობახიძე, რომელმაც მსოფლიოს ნაძვის ხის სათამაშოები აჩუქა!
- +

14 იანვარი. 2022. 00:10

 

ჯორჯ კობი, იგივე გიორგი კობახიძე, რომელმაც მსოფლიოს ნაძვის ხის სათამაშოები აჩუქა! ქართველი ემიგრანტის, ამერიკელი მილიონერის ნაძვის ხის სათამაშოებით გილოცავთ ახალ წელს.

 

გაიცანით კიდევ ერთი გადაკარგული ქართველი! საქართველოში ხომ ვერ ვგუობთ გენიოსებს?!

 

დღეს მსოფლიო ნაძვის ხეები ქართველი გამომგონებლის დამსახურებით ირთვება. იცნობდეთ ქართველ ბიზნესმენ გიორგი კობახიძეს,   იგივე ჯორჯ კობის, რომელმაც 1945 წელს მინის   სათამაშოები ამერიკაში შექმნა. ყუთზე დატანილია წარწერები ,,კობი” და ,,შობა არის კობი” მის გამოგონებებს შორისაა: წყალგამძლე ცემენტი, ზედმგრადი მინა-ბლოკი, რომლითაც უამრავი ცათამბრჯენი აშენდა და ასევე ფერადი მინის ნათურები, ქიმიური სითხით სავსე ელექტროსანთლები, რომლებმაც სანთლები შეცვალა. (იმ დროს ნაძვის ხეები ირთვებოდა სანთლებით, რის გამოც ხშირად ჩნდებოდა ცეცხლი) ამერიკაში წასვლამდე ის ძმასთან ერთად ბორჯომში, მინის ქარხანაში მუშაობდა. მთელი ცხოვრების განმავლობაში ეხმარებოდა ქართველ ემიგრანტებს, გაჭირვებულებს, თავის სოფელში, თხმორში სკოლა და აფთიაქი ააშენა, სურდა საქართველოში აეშენებინა მინის ქარხანა, თუმცა, ბოლშევიკებმა მისი დაჭერა  გადაწყვიტეს, ამიტომ ის იძულებული გახდა დაეტოვებინა სამშობლო.

 

1967 წელს გრიგოლ კობახიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

 

big_banner
არქივი