logo_geo
ბრიტანელ ქირურგს, რომელმაც პაციენტების ორგანოებზე საკუთარი ინიციალები ამოწვა, ლიცენზია ჩამოართვეს
- +

14 იანვარი. 2022. 02:53

 

57 წლის ბრიტანელმა ქირურგმა საიმონ ბრემჰოლმა აღიარა, რომ ორი თავისი პაციენტის ღვიძლზე საკუთარი ინიციალები ამოწვა. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ბრემჰოლმა პაციენტების ორგანოებზე ინიციალები 2013 წლის თებერვალსა და აგვისტოში, ტრანსპლანტაციის ოპერაციების დროს ამოწვა, როდესაც ბირმინჰებმში მუშაობდა. ამისთვის მან არგონოპლაზმური აპარატი გამოიყენა, რომლითაც სისხლძარღვებს წვავენ.

 

ეს მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც ერთ-ერთ პაციენტს ოპერაციიდან ერთ კვირაში ახალი ტრანსპლანტაცია დასჭირდა. მის ღვიძლზე ამომწვარი ასოების სიგრძე 4 სანტიმეტრს შეადგენდა.

 

ინციდენტის განხილვისას პრაქტიკოსი ექიმების ტრიბუნალის სამსახურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბრემჰოლმა ინიციალები „პროფესიული ქედმაღლობის“ გამო ამოწვა. ამასთან, პროცესზე აღნიშნეს, რომ პაციენტებს ხანგრძლივი ფიზიკური ზიანი არ მიადგათ, თუმცა ერთ-ერთს ფსიქოლოგიური პრობლემები დაეწყო.

 

ქირურგს დიდ ბრიტანეთში მუშაობის ლიცენზია ჩამოართვეს, საზოგადოებრივი სამუშაოების მიუსაჯეს და 10 ათასი გირვანქა სტერლინგით დააჯარიმეს.

 

 

big_banner
არქივი