logo_geo
კვლევა: 5 წლამდე ასაკის ბავშვებში კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტი არსებითად უფრო მსუბუქია, ვიდრე „დელტა“ შტამი
- +

15 იანვარი. 2022. 00:55

 

 

5 წლამდე ასაკის ბავშვებში კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტი არსებითად უფრო მსუბუქია, ვიდრე „დელტა“ შტამი. აღნიშნულს აშშ-ში ჩატარებული კვლევა ცხადყოფს.

 

მკვლევრებმა 5 წლამდე ასაკის დაახლოებით 80 000 ბავშვის ჯანმრთელობის ელექტრონული ჩანაწერები გააანალიზეს, რომლებიც აშშ-ში კორონავირუსით პირველად დაინფიცირდნენ.

 

მათ დაადგინეს, რომ კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტი 5 წლამდე ასაკის ბავშვებში არსებითად უფრო მსუბუქია და მნიშვნელოვნად ნაკლებად მძიმე შედეგებს იწვევს, ვიდრე „დელტა“ ვარიანტი.

 

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ „დელტა“ შტამით ინფიცირებულ ბავშვებთან შედარებით, „ომიკრონით“ ინფიცირებულ ბავშვებში ჰოსპიტალიზაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მიღება დაახლოებით 70%-ით შემცირდა.

 

„მიუხედავად ამ იმედისმომცემი შედეგისა, საჭიროა შემდგომი კვლევები „ომიკრონით“ ინფიცირების გრძელვადიანი მწვავე შედეგების, გავრცელების სისწრაფისა და მუტაციის პოტენციალის მონიტორინგისთვის“, - აცხადებენ კვლევის ავტორები.

 

 

big_banner
არქივი