logo_geo
დიდ ბრიტანეთში რკინიგზის მშენებლობისას რომაული ქალაქის ნანგრევები აღმოაჩინეს
- +

15 იანვარი. 2022. 01:35

 

 

დიდ ბრიტანეთში, ლონდონსა და ბირმინგემს შორის ახალი რკინიგზის მშენებლობისას აქამდე უცნობი რომაული ქალაქის ნანგრევები აღმოაჩინეს. ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი წერს.

 

ნაქალაქარი სოფელ ჩიპინგ-უორდენის მახლობლად ბლექგრაუნდსში მდებარეობს, სადაც სამუშაოების დაწყებამდე საძოვარი იყო. არქეოლოგების განცხადებით, ჩვ. წ. 43 წელს რომაელების შემოსვლამდე ბლექგრაუნდსში სოფელი მდებარეობდა, რომელიც 30 სახლისგან შედგებოდა. შემდეგ, რომაელების მმართველობის პერიოდში, რომელიც 410 წლამდე გაგრძელდა, სოფელი ქალაქად გადაიქცა და მასში უკვე ასობით ადამიანი ცხოვრობდა.

 

დასახლების მთავარი გზის სიგანე 10 მეტრია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქალაქში აქტიური ვაჭრობა მიმდინარეობდა. ძველი ქალაქი საცხოვრებელ, სოფლის მეურნეობისა და სახელოსნო ზონებად იყო დაყოფილი. არქეოლოგების განცხადებით, სახელოსნოებში ლითონს ამუშავებდნენ და პურს აცხობდნენ. ადგილზე აღმოაჩინეს 300 მონეტა, საიუველირო ნაკეთობები, მინის ჭურჭელი და კერამიკა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი