logo_geo
ინდოეთში ბავშვი 4 ხელითა და 4 ფეხით დაიბადა
- +

20 იანვარი. 2022. 22:13

 

 

ინდოეთის აღმოსავლეთით, ბიხარის შტატში ქალმა უჩვეულო ბავშვი გააჩინა - მას 4 ხელი და 4 ფეხი აქვს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

 

ჟურნალისტების ცნობით, ქალმა ბავშვი 17 იანვარს, საკეისრო კვეთით გააჩინა. ბავშვის სქესი არ საჯაროვდება. ექიმების პროგნოზი დადებითი არ არის - საუკეთესო შემთხვევაში ბავშვი შშმ პირი იქნება, თუმცა სავარაუდოდ ის დიდხანს ვერ იცოცხლებს.

 

ამის მიუხედავად, დედა მილოცვებს იღებს, ადგილობრივები კი პატარას ღმერთის განსახიერებად მიიჩნევენ და ოჯახისთვის საჩუქრები მიაქვთ.

 

ასეთი ანომალია სიამის ტყუპის ერთ-ერთი ფორმაა, თუმცა ბავშვის ოჯახი ამას არ ეთანხმება: ბავშვის მამა აცხადებს, რომ მისი ცოლი რეგულარულად დადიოდა ექიმთან და ანალიზებში გადახრები არ ფიქსირდებოდა. თუმცა, ინდოეთისთვის ეს იშვიათი შემთხვევა არ არის. ცუდი ეკოლოგია სულ უფრო ხშირად იწვევს ემბრიონის არასწორ განვითარებას - როგორც ადამიანებში, ასევე ცხოველებში.

 

 

big_banner
არქივი