logo_geo
რას უნდა ველოდოთ მერწყულის სეზონისგან? - ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
- +

21 იანვარი. 2022. 13:53

 

 

19 იანვარს მზე შრომისმოყვარე თხის რქიდან მეოცნებე მერწყულში გადავიდა, სადაც 18 თებერვლამდე დარჩება. ასტროლოგების აზრით, ეს 2022 წლის ნამდვილი დასაწყისია. ამიტომაც, მოემზადეთ, დაიწყოთ ცხოვრება თავიდან.

 

მიუხედავად იმისა, რომ 1 იანვარი ახალი წლის კალენდარულ დასაწყისად ითვლება, თუ ვარსკვლავებს დავუჯერებთ, დიდი ხნის ნანატრი ახალი ცხოვრებაც სწორედ ახლა იწყება. სანამ მერკური და ვენერა ჯერ კიდევ რეტროგრადულ მდგომარეობაში არიან, მზე მერწყულში გადადის. მოითმინეთ, ძალიან მალე, 4 თებერვალს, ცაზე რეტროგრადული პლანეტები აღარ იქნებიან! მერწყულის სეზონი კი პოზიტიურ ენერგიას შემოიტანს თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში და სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნის.

 

დროა, დაისვენოთ და თავი დააღწიოთ იმ სერიოზულობას, რომლითაც თხის რქა გაიძულებდათ, საქმესა თუ ყოველდღიურობას მიდგომოდით. თხის რქა სამუშაოზე და კონკრეტულ შედეგებთან ასოცირებული ნიშანია, მერწყული კი პასუხისმგებელია ჰორიზონტის გაფართოებაზე, კომუნიკაციაზე, ასევე ახალი იდეებისა და მიდგომების პოვნაზე. ამიტომ, ახლა მეგობრებთან შეხვედრასა და ოჯახის წევრებთან ურთიერთობას მიანიჭებთ უპირატესობას.

 

თუ გვსურთ კოლეგებთან დაახლოება და ახალი პროფესიული კონტაქტების დამყარება, ამისთვის შესაფერისი დროა. ყველაზე არარეალური იდეებიც კი შეიძლება გამოგადგეთ და ოცნებები რეალურად აქციოთ.

 

მონიშნეთ 16 თებერვალი თქვენს კალენდარში. ამ დღეს პლანეტები ვენერა და მარსი თხის რქაში შეხვდებიან ერთმანეთს. ეს ენერგია შესანიშნავია რომანტიკულობისთვის, კრეატიულობისთვის და ქალური და მამაკაცური პოტენციალის დასაბალანსებლად. შეგვიძლია სასიამოვნო სიურპრიზებს დაველოდოთ ყველა სახის ურთიერთობაში.

 

 

big_banner
არქივი