logo_geo
„Fendi“ კრიპტოვალუტის საფულეს გამოუშვებს
- +

21 იანვარი. 2022. 15:18

 

 

„Fendi“-მ თანამშრომლობა გააფორმა ციფრული აქტივების მართვის პლატფორმასთან Ledger-თან, რათა შექმნას პირველი კრიპტოვალუტის საფულე. ის ბრენდის მამაკაცის კოლექციის ჩვენებაზე იყო წარმოდგენილი. საფულე, რომელიც იღებს საკულტო „Fendi Baguette“-ის ფორმას, იტევს Ledger Nano X-ს, უსაფრთხო Bluetooth მოწყობილობას, რომელიც ინახავს პირად გასაღებებს და დიდი რაოდენობით კრიპტოაქტივებით მანიპულირების საშუალებაას იძლევა. მისი კონტროლი შესაძლებელია სმარტფონიდან და კომპიუტერიდან. საფულეს ასევე აქვს პატარა დისპლეი და ღილაკები ტრანზაქციების შესამოწმებლად.

 

„ფენდი“ ინოვაციისა და ოსტატობის სინონიმია. ჩვენთვის კრეატიულობა არის როგორც უხილავი, ასევე ხილული - ამიტომაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახლო მომავლის გაათვალისწინება, რომ ფიზიკურ და ვირტუალურ ფუფუნებას შორის ხიდად ვიქცეთ. „ფენდის“ კოდების გამოყენება, ლეჯერის ინოვაციურ მოწყობილობებზე, პირველი საინტერესო ნაბიჯია ამ მიმართულებით“, - თქვა სილვია ვენტურინი ფენდიმ.

საერთო ჯამში, თანამშრომლობა მოიცავდა ორ ელემენტს: მეორე აქსესუარი წააგავს „Fendi O'Lock“-ის ჯაჭვს და დამზადებულია ფუტურისტული კაფსულის სახით. საფულე შეიძლება დამაგრდეს ჩანთაზე ან ქამარზე.

 

 

 

big_banner
არქივი