logo_geo
საინტერესო სტატისტიკა ქვეყნების მეტროპოლიტენების შესახებ
- +

22 იანვარი. 2022. 23:22

 

 

პირველი მეტრო მსოფლიოში 150 წლის წინ ლონდონში აშენდა. ინგლისის დედაქალაქში მეტროპოლიტენმა ფუნქციონირება 1863 წლის  10 იანვარს დაიწყო.  6-კილომეტრიანი გვირაბის მეშვეობით, ერთმანეთს  პატინგტონის სადგური და  ფარინგტონ სტრიტი დაუკავშირდა. დღეისათვის ლონდონის მეტროს საერთო სიგრძე 270 კილომეტრს აჭარბებს და ყოველდღიურად 3 მილიონ მგზავრს ემსახურება.

 

 

ყველაზე გრძელ  მეტროდ მსოფლიოში შანხაის მეტროპოლიტენი ითვლება.  შანხაის მეტროს 12 ხაზის სიგრძე 434 კილომეტრს აჭარბებს.

 

 

ყველაზე მეტი, 468 მოსაცდელი სადგური ნიუ-იორკის მეტროპოლიტენს აქვს. თვითოეული მოსაცდელი სადგურის სიგრძე 150 დან 180 მეტრამდე მერყეობს.

 

 

ყველაზე გადატვირთულ მეტროპოლიტენად მსოფლიოში ტოკიოს მეტრო ითვლება. იაპონიის დედაქალაში მეტროთი ყოველდღიურად 9 მილიონი ადამიანი სარგებლობს. მეორე და მესამე ადგილებს მოსკოვი და სამხრეთ კორეის დედაქალაქი, სეული ინაწილებენ, შესაბამისად 7 და  6,9 მილიონი მგზავრით.

 

 

ყველაზე  არაორდინალურ და ლამაზად სტოკჰოლმის მეტროპოლიტენი ითვლება. შვედეთის დედაქალაქის მეტროპოლიტენს არაოფიციალურად ყველაზე გრძელ სამხატვრო გალერეად მოიხსენიებენ. პირველი მეტროსადგური სტოკჰოლმში 1950 წელს აშენდა. 1970 წელს გადაწყდა, რომ თანხის დაზოგვის მიზნით, მეტროპოლიტენის კედლები აღარ მოერპიკეთებინათ. შესაბამისად, მეტროს ინტერიერის გაფორმება ქანდაკებებით და ნახატებით დაიწყეს.

 

 

ყველაზე დახურულ და იდუმალ მეტროპოლიტენად ფხენიანის მეტროპოლიტენი ითვლება.  ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქში ტურისტებისათვის მხოლოდ ორი სადგურია ღია. სხვა სადგურები უცხოელებისთვის დახურულია.

 

 

ყველაზე ღრმა მეტროს სტატუსს პეტერბურგის და ფხენიანის მეტროსადგურები იყოფენ.  მსოფლიოში ყველაზე ღრმა მოსაცდელ სადგურად პეტერბურგის „ადმირალტეიკსკაია“ ითვლება, რომელიც მიწის ზედაპირიდან 102 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს. 101 მეტრის სიღრმეზეა ფხენიანის მეტროსადგური „პუხინი“.

 

 

ყველაზე ბინძური მეტროპოლიტენის სტატუსი ნიუ-იორკის მეტროს აქვს. დიდიხანია ვირთხები ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის სავიზიტო ბარათად იქცა.

 

 

big_banner
არქივი