logo_geo
მდინარე მეკონგის დელტაში ცხოველთა და მცენარეთა 200-ზე მეტი ახალი სახეობა აღმოაჩინეს
- +

28 იანვარი. 2022. 01:07

 

 

ველური ბუნების მსოფლიო ფონდმა (WWF) წარადგინა ანგარიში, რომლის თანახმადაც 2020 წელს მეცნიერებმა მდინარე მეკონგის დელტაში (ვიეტნამი, კამბოჯა, ლაოსი, ტაილანდი და მიანმა) ცხოველებისა და მცენარეების 224 ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

 

ტელეარხის ცნობით, სახეობები 2 წლის წინ აღმოაჩინეს, მაგრამ ფონდის შარშანდელი ანგარიშის გამოქვეყნება დაგვიანდა. ახალ სახეობებს შორის მხოლოდ ერთი ძუძუმწოვარია - პრიმატი, პოუპის ლანგურის ნაირსახეობა. ის მხოლოდ მიანმაში ბინადრობს. ამასთან, მეცნიერებმა ათობით ახალი რეპტილია, ბაყაყი, ტრიტონი და მცენარე დაარეგისტრირებს. WWF-ის მონაცემებით, 1997 წლიდან დღემდე სპეციალისტებმა რეგიონში სულ 3 ათასზე მეტი ახალი სახეობა აღრიცხეს.

 

მეცნიერები რეგიონის მდიდრული ბიომრავალფეროვნებისა და ბინადრობის არეალების შენარჩუნების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.

 

 

big_banner
არქივი