logo_geo
დეტოქსის 6 მარტივი გზა 24 საათში - ეს სიმსუბუქესა და კარგ განწყობას დაგიბრუნებთ
- +

2 თებერვალი. 2022. 12:31

 

 

გადატვირთული დღეები და სტრესი თანდათან აისახება ჩვენს სხეულზე და ვგრძნობთ დაღლილობას, უმოტივაციობასა და ზედმეტი კილოგრამების გაჩენას. დიეტოლოგები დარწმუნებულები არიან, რომ დროთა განმავლობაში სწორედ მსგავსი რეჟიმი იწვევს მეტაბოლურ დარღვევებს და უამრავ პრობლემას. საბედნიეროდ, არსებობს რამდენიმე მარტივი და ეფექტური გზა ორგანიზმის დასვენებისთვის და ბუნებრივი დეტოქსიკაციის პროცესების დაწყებისთვის. ამისათვის სულ 24 საათი დაგჭირდებათ:

 

10 საათი ძილი

ღამის ხარისხიანი ძილი საუკეთესო საშუალებაა ძალების აღსადგენად და სხეულის გასაუმჯობესებლად. გარდა ამისა, საკმარისი რაოდენობით ძილი ხელს უწყობს წონის დაკლებას და კორტიზოლის (სტრესის ჰორმონის) დონის შემცირებას, ასევე ზოგადად ორგანიზმის გაუმჯობესებას. იმისთვის, რომ ღამემ რაც შეიძლება ეფექტურად ჩაიაროს, უნდა დარწმუნდეთ, რომ ოთახი არის გრილი, არ შემოდის ზედმეტი ხმაური და კომფორტულია. უმჯობესია, დაიძინოთ არაუგვიანეს 23:00 საათისა, ძალების აღსადგენად 10 საათი ძილი საკმარისი იქნება.

 

ერთი დიდი ჭიქა წყალი

დაიწყეთ დილა ერთი დიდი ჭიქა წყლით და კვლავ გაიმეორეთ ეს ძილის წინ. ღამით, ზედიზედ რამდენიმე საათი ჰიდრატაციის გარეშე გვძინავს, ამიტომ, ეს მშვიდი ძილისთვის კარგი საშუალებაა, რომ დანაკლისი შევივსოთ.

 

გაწელვა, გაჭიმვა

ექსპერტები გვირჩევენ, რომ დღის განმავლობაში, ყოველი ერთი საათის შემდეგ, 5 წუთიანი გაჭიმვა გავაკეთოთ. ეს შეამცირებს დაღლილობას, კუნთების სპაზმს და გაზრდის კალორიების ხარჯვას.

 

მცენარეული ჩაი

მცენარეული ჩაი არა მხოლოდ ორგანიზმის გაწმენდას უწყობს ხელს, არამედ თრგუნავს შიმშილის გრძნობასაც.

 

არანაირი ალკოჰოლი

ალკოჰოლი არის საშუალება, რომელიც დეტოქსიკაციის დღეებში არ უნდა გამოვიყენოთ. შეგიძლიათ მხოლოდ ერთი ჭიქა ახალი დაწურული ღვინო ან მწვანე სმუზი მიირთვათ.

 

ნუ იტანჯავთ საკუთარ თავს

დეტოქსის ტანჯვის დღედ გადაქცევა არ ღირს. თქვენს სხეულს მსხვერპლი არ სჭირდება. არავინ გაიძულებთ, მაინცდამაინც კონკრეტული პროდუქტი შეჭამოთ. ფოკუსირდით თქვენთვის საყვარელ კერძებზე და შეეცადეთ, გემრიელი და ჯანსაღი ერთმანეთს შეუთავსოთ.

 

 

big_banner
არქივი